ყველა სკოლა
ENGLISH

სტუდენტური ცხოვრება

გიორგი შუბლაძე, სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის 2017 წლის კურსდამთავრებული GIPA-ს შესახებ

გუშინ ჯიპა დავამთავრე და ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ჩემს სახლს დიდი ხნით ვტოვებ. რაღაც ნაწილს გულიდან ვიგლეჯ და ჯიპას ვჩუქნი. შეგნებული ასაკიდან მინდოდა ჭეშმარიტი და გულწრფელი სიყვარული ოჯახის წევრების გარდა კიდევ ვიღაცისგან მეგრძნო, 21 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში ვერავინ, მაგრამ ჯიპამ მოახერხა რომ ორმხრივი სიყვარული გვქონოდა 4 წელი. არასდროს დამავიწყდება პირველად ფეხი რომ შევდგი ჯიპაში და გაღიმებული, თვალებაციმციმებული თამარო რომ შემხვდა, სულ ცდილობდა და გამოსდიოდა ჩვენზე ზრუნვა და ვერც ვერავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ ეს გოგო ჩემს გულში და გონებაში ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს სამუდამოდ. ჯიპა არის ოჯახი, მეორე ოჯახი, ბედნიერი ვარ რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი და ის სტატუსიც შევიძინე რასაც ჯიპელობა ჰქვია. ჯიპამ მასწავლა რა არის მეგობრობა, სიყვარული, ბრაზი, იმედგაცრუება, პრობლემებთან გამკლავება და ის რომ მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ცხოვრება მაინც გრძელდება, სულ წინ უნდა იყურო და ნებისმიერი წინაღობა გადალახვადია. ამ სიტყვას მეტჯერ აღარასდროს ვიტყვი, მაგრამ მე შენ მიყვარხარ ჯიპა. და მადლობა ყველაზე მაგარ ბიძას და ბიცოლას, რომლების გარეშეც საერთოდ ვერაფერს მივაღწევდი ცხოვრებაში.

ქეთევან ბერაძე, სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის 2016 წლის კურსდამთავრებული GIPA-ს შესახებ

4 წლის წინ 14 სექემბერს პირველად მივედი იქ, საიდანაც ვეღარ მოვდივარ... სწავლის დაწყებიდან ძალიან მალე მივხვდი, რომ ახალი ოჯახი შევიძინე... არ მყოფნის ხოლმე სიტყვები, GIPA-ზე როცა ვლაპარაკობ. მიმაჩნია, რომ უბრალოდ გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც GIPA-ში მხვდებოდა. მიყვარს შენობა, აგურებიანი კედლები, მიყვარს ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე შიგნით მხვდებოდნენ.. ჩემი მეგობრები - საუკეთესო ბავშვები, ადმინისტრაცია - ყველაზე მეგობრული, ყველაზე ოჯახური... მოკლედ, მიყვარს ეს ადგილი! ჯიპელობა სტატუსია, მაგრამ პირველ რიგში, ჯიპელობა ადამიანობას ნიშნავს. აქ გვზრდიან ბავშვებს, რომლებმაც ურთიერთობის ფასი ვიცით, რომლებმაც 4 წელში ვისწავლეთ დათმობა, შეცდომების აღიარება.. ვისწავლეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი წარმატებით ამაყობენ. ბოლო დღეს, დიპლომის წარდგენაზე ყველამ დავინახეთ ის ამაყი სახეები, რომლებსაც ჩვენზე მეტად უხაროდათ ჩვენი წარმატება... მართლა ვერასდროს დავივიწყებ, როგორი სახით გვიყურებდა ჩვენი დეკანი დიპლომების დაცვის დროს... კეთილი, თბილი, ბედნიერი და ამაყი სახე, რომელმაც, გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველას მოგვცა ძალა, არ გვენერვიულა და ასე კარგად ჩაგვებარებინა ბოლო გამოცდა. ამ 4 წელს ვერ შეცვლის ვერც ერთი ჩვენი ცხოვრების ეტაპი... ამ 4 წელს კიდევ მრავალჯერ გავივლიდით დაუფიქრებლად. ჩემი უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც მხოლოდ უბრალო საგნებს კი არა, ცხოვრებას გასწავლიან... GIPA-მ თითოეული ჩვენგანი გაგვზარდა და გვასწავლა არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ თითოეული ადამიანის ფასი.. ყველას სათითაოდ უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ მაქვს სურვილი, გაუჩერებლად ვილაპარაკო ამ უნივერსიტეტზე..

სალომე სამსონიძე, სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი GIPA-ს შესახებ

უბედნიერესი 4 წელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯიპას დამსახურებაა... ყოველთვის ვიცოდი, რომ უნივერსიტეტის ფუნქცია იყო ადამიანისათვის სრულფასოვანი განათლების მიცემა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ბოლომდე რა იგულისხმებოდა ამაში .. სრულფასოვანი განათლება არის - გქონდეს უნარი აკეთო რაც მოგწონს და გიყვარს, გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან რომლებიც მოგწონს და გიყვარს... ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შესაძლებელი იყო მთელი ღამის ნათევი დილით სიხარულით წასულიყავი გამოცდის ჩასაბარებლად, ვერ წარმოვიდგენდი საერთოდ თუ კი სადმე არსებობდა მსგავსი ურთიერთობები ლექტორებსა და სტუდენტებს შორის.. ყოველ დილით ვიყავი ბედნიერი, რადგან არასოდეს მიგრძვნია ის, რომ უნივერსიტეტში მივდიოდი ყოველთვის მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ერთი სახლიდან მეორეში მივდიოდი.. იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი ბევრი კომპონენტია საჭირო, რა თქმა უნდა ეს ყველასათვის სხვადასხვაა. ბედნიერების ერთ-ერთი დეტალი არის GIPA - ადგილი, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, სადაც ახალგაზრდებს არ სჭირდებათ გასართობად სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, რადგან GIPA-ს სტუდენტების ცნობიერება ბევრად უფრო მაღლა დგას.. მიმაჩნია, რომ GIPA უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში,რადგან სწორი გზით მიყავს ახალგაზრდების ცნობიერება და ასწავლის მათ თუ რა ღირებულრბები უნდა ჰქონდეთ ცხოვრებაში. ნებისმიერმა ჯიპელმა იცის, რომ ზრდილობიანი, ჭკვიანი, განათლებული და საღად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის მილიონი ნაბიჯით წინაა ისეთისგან, ვისაც მსგავსი ღირებულებები არ გააჩნია. ამ ყველაფერს ქმნიან ადამიანები რომლებიც იქ მუშაობენ - . დიდი მადლობა თითოეულ მათგანს! არ ვიცი სხვები რას ფიქობენ, მაგრამ მე ბევრად უფრო მომწონს ის სალი რომელიც დღეს ვარ ვიდრე 4 წლის წინ ვიყავი! როდესაც დაახლოებით 80 წლის ვიქნები და მოგონებებით ვიცხოვრებ, ზუსტად ვიცი ჩემი ერთ-ერთი უბედნიერესი მოგონება იქნება GIPA, რომელმაც უამავი ძალიან მაგარი ადამიანი მაჩუქა.. მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ ჯიპელი!

„ზამთრის უნივერსიადა 2016“ -ზე მეოთხე ადგილის მფლობელი,სოცალურ მეცნიერებათა სკოლის მეორე კურსის სტუდენტი თორნიკე ყაჭეიშვილი


2015 წლის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, იკო ხეცურიანი GIPA-ს შესახებ

A farewell to GIPA (Gaudeamus Igitur) <3 <3 <3 <3 …

სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ღია კარის დღე დაინიშნა ჯიპაში. მივედი. სამ წუთში მიხვდა იკო ხეცურიანი, რომ ერთ სემესტრში კი არა, ვერასდროს ვერაფერი და ვერავინ არათუ საბუთებს, ფეხსაც ვერ მოაცვლევინებდა აქედან. შანსი არ იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მქონდა ფურცელზე ჯიპა შემოხაზული, როგორ დამაკლდა ის ერთადერთი ქულა, როცა თითო გამოცდაში ყველა ლოგიკით გაცილებით მეტი უნდა მიმეღო, ვიდრე მივიღე. რაღაც სხვაგან იყო გადაწყვეტილი ეგ ამბავი :) , არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. დედას ვფიცავარ, ამ დილის ძილის მოყვარულ და სახლში მყოფ კაცს არც ერთხელ არ დამზარებია ჯიპაში წასვლა, ეგ კი არა, მიხაროდა. პირველ წელს სულ მარტოები რომ ვიყავით, აღარც მოვდიოდით. კარგა ხანს ვრჩებოდით ლექციების მერე. რამდენი რამე ვისწავლე ჯიპაში ! საგნები და ცოდნა რა მოსატანია, იმდენი რამ მომცა ამაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ადამიანები. და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რომ ვერ გამოთქვამ. ემოციით და მაგალითით რომ ისწავლება, მარტო გრძნობის დონეზე როა და რომ ვერ გადმოცემ და ჩამოაყალიბებ. სითბო, პატივისცემა, კომფორტი – ეს სამი გრძნობა წამით არ მომშორებია. ხშირად გამიგონია, სტუდენტობა ყველაზე მხიარული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაშიო. რას წარმოვიდგენდი, ეს თეორემა ასე ზედმიწევნით თუ გამართლდებოდა. იყო დრო, დღეს არ ვმაზავდით, ერთად არ გავრთობილიყავით, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად ვიქნებოდით, ერთად ვყოფილიყავით და მეტი არაფერი გვინდოდა. ჯიპას ის კორპუსი, სადაც მე ვსწავლობდი, ორთაჭალის ბოლოში მდებარეობს. რომ შეხედავ, ერთი ჩვეულებრივი შენობაა. ბუფეტიც აბა რითი უნდა ჰქონდეს გამორჩეული. ერთ არაფრად გამორჩეულ, დიდი ზომის ოთახად მოგეჩვენება. ნურას უკაცრავად ! რა არის ბიჭო ჩვეულებრივი ბუფეტი ?! რაც იქ დადებითი ემოციები გამოყოფილა და დახარჯულა, რაც იქ გვიცინია და დრო გვიტარებია ! მიიყვანეთ ვინმე დეპრესიული, პრობლემური ადამიანი იქ და გააჩერეთ ერთი-ორი წუთი. უცებ აივსება იმ ჰაერით, ჩვენ რომ ემოციები დავტოვეთ და რაღა დააყენებს ცხოვრებაში ცუდ ხასიათზე ?! გუშინ, ჯიპას გამოსაშვებ საღამოზე ვიყავი. სულ-სულ ბოლოზე. ერთმანეთის ასე ერთად ნახვამ ყველა გაგვახარა, მაგრამ ყველას ეტყობოდა დიდ სიხარულთან ერთად ჩუმი სევდა. მთლად ჩუმად არ დარჩენილა ეს სევდა. სურათებზე და ვიდეოებზე ლიჩნად მე კი წამომივიდა ერთი-ორი კურცხალი და ნურავინ დაიბრალებს, ბურთიც არ გამჩხერია ყელშიო. დიდი ხნით ადრე ვიცოდი ამ დღეს გადმოსაგდები ორი კურცხალის ამბავი. აბა ისე როგორ გინდა უკან მოიტოვო და მიატოვო შენი ცხოვრების ყველაზე კომფორტული და მხიარული პერიოდი. არსად არ მივდივართ, ჩვენ მთელი ცხოვრება ვიმეგობრებთ, მაგრამ ვიზრდებით და ისეთები აღარ ვიქნებით, როგორებიც ჯიპაში სწავლისას. ამ დროს კი ჩვენ საუკეთესოები ვიყავით. მინიმალური დარდით თუ პასუხისმგებლობით და მაქსიმალური გართობის სურვილით. თან ჩვენ ცხოვრებაში რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრდა. ნამეტანი ბევრი კი ვწერე, მაგრამ ემოციაც ბევრია და ხომ უნდა დაცლა. დიდი მადლობა გეკუთვნით, აქამდე თუ ჯერ კიდევ კითხულობთ ვინმე. საღოლ თქვენ გაძლებას. :) :) :) მე სტუდენტი აღარ ვარ. ამას როგორმე გადავიტანდი, მაგრამ ჯიპას სტუდენტიც რომ აღარ ვარ? აღარ უნდა წავიდე ორთაჭალაში, აღარ უნდა ვიარო ჯიპაში. მაგრამ მთელი ცხოვრება დავრჩები ჯიპელად და ვიამაყებ ამით. ბედნიერი და მხიარული ისტორიები რატომღაც მალე მთავრდება ხოლმე. საერთოდ ვერ გავიგე, როგორ გავიდა მთელი ოთხი წელიწადი და ცოტა დაბნეულიც ვარ ამით, ვერ გამოვსულვარ ამ შოკიდან, ვერ ვიაზრებ, რომ მთელი ოთხი წელი გავიდა. ხანგრძლივობით მალე კი მთავრდება ხოლმე, მაგრამ ბედნიერ ხანას ის აქვს კარგი, რომ მუდმივია. მუდამ შენთანაა. ჰემინგუეი პარიზზე წერს, ერთხელ თუ მოხვდი, მუდამ დარჩება შენშიო. ეს განუყრელი დღესასწაულიაო. ჰოდა, ჩემთვის ჯიპაა განუყრელი დღესასწაული !

 

2015 წლის 22 თებერვალს გუდაურში გამართულ GIPA - ს ტრადიციულ სამთო - სათხილამურო  ტურნირზე, 6 მედლიდან 5 მედალი სოცილურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა აიღეს.

  

  

GIPA - ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, საკალათბურთო ლიგა 2014 - ზე. 

  

GIPA - ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, ბერლინნში

GIPA- ს ბაკალავრიატის საფეხბურთო გუნდი, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე.

აპრილი, 2014 წელი

   

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტი, ლაშა ნადირაშვილი 2013 წლის ჩემპიონი, ავტორბოლაში

  

სტუდენტების მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა

საახალწლოდ, GIPA - სტუდენტებმა მოაწყვეს თავიანთი ხელნაკეთი ნივთების გაფონე გაყიდვა. შემოსული თანხა გადასცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს

     

 

 სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატის სტუდენტები ბერლინში

გერმანიაში არსებული, არასამთავრობო ორგანიზაცია " CRISP " - ის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თემაზე - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

 

GIPA - ს ყოველწლიური სათხილამურო ტურნირი გუდაურში

   

ლაშქრობა რკონის ხეობაში

   

პროექტის "ერთდ ვიკითხოთ წიგნები" - ის ფარგლებში, სტუდენტებმა ძეგვის ბავშვთა სახლს წიგნები გადასცეს

  

 

ინტელექტუალური თამაშის, რა? სად? როდის? შემოდგომის სეზონის დახურვა 

  

 

სპორტის საუნივერსიტეტო ფედერაციის მიერ ირგანიზებულ სამთო სათხილამურო შეჯიბრზე, GIPA - ს ხატია ხატიაშვილი და გიორგი ჯაბადარი წარმოადგენდნენ