ყველა სკოლა
ENGLISH

სტიპენდია

სიახლე!!!

1200 ლარი ყველა სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში (100%,70% და 50%) სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში

 

სწავლის დაფინანსება

ძვირფასო სტუდენტებო, როგორც იცით, GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა.

სისტემა გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტების დაჯილდოვებას, ზრუნავს მათი მოტივაციის გაზრდაზე და რეიტინგის შესაბამისად უფინანსებს მათ სწავლის საფასურს. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ 100%-ით. 

გისურვებთ მაღალ შეფასებებს და სწავლის წარმატებით დასრულებას!

სტიპენდიების და გრანტების სისტემა

  • სწავლების მეორე წლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ექნებათ საშუალება სოციალურ მეცნიერებათა სკოლიდან მიიღონ გრანტი/დაფინანსება
  • GPA უნდა შეადგენდეს 3.5 ან მეტს, იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს დაფინანსება
  • სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში  სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით
  • თუ სტუდენტის GPA არ შეადგენს 4.0 -ს , მაგრამ ბოლო 2 სემესტრის მანძილზე ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასება: A, სწავლა მომდევნო სემესტრში დაუფინანსდება 100%-ით
  • სტუდენტებს, რომელთა GPA  იქნება 3.5 ან მეტი, რეიტინგის მიხედვით (ხუთი სტუდენტი კურსზე) მომდევნო სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ შემდეგნაირად:

1-70%
2-60%
3-50%
4-40%
 5-30%