ყველა სკოლა
ENGLISH

მისაღები პროცედურა

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა GIPA - ში


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ფსიქოლოგიის მაგისტრებს (MSc in Psychology 0707) პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალიზაციით.

პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზს წარმოადგენს, ორწლიანია და მოიცავს ოთხ სემესტრს. სწავლება ძირითადად საღამოს საათებში მიმდინარეობს. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:

1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში; ან მომიჯნავე სპეციალობის ბაკალავრი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი Minor სპეციალობად ფსიქოლოგიის კურსი (60 კრედიტი), ან GIPA-ს მოსამზადებელი კურსი ფსიქოლოგიის საფუძვლებში;

2) ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე წარმატებით გადალახული ზღვარი - A ტესტი

3) ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე Intermediate დონეზე;

3) შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის წარმატებით გავლა: 

  •  გასაუბრება მიმღებ კომისიასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3 500 ლარს.

თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, სასწავლო სემესტრების მიხედვით

 

ძვირფასო აბიტურიენტებო!

მოგახსენებთ,  რომ რეგისტრაციიისთვის აუცილებელია 29 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ელექტრონულად ბმულზე)

ან მოიტანოთ  მისამართზე: გორგასლის 101 (ორთაჭალა)

სააპლიკაციო ფორმა ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე.

 

6  სექტემბერს დაგიკავშირდებათ თქვენი კოორდინატორი და შეგატყობინებთ გასაუბრების ზუსტ დროს (გთხოვთ, ჩართული გქონდეთ მობილური ტელეფონი და შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა)

გასაუბრება კომისიასთან ჩატარდება  7  სექტემბერს, მისამართზე: გორგასლის 101 (ორთაჭალა)

როგორც მოგახსენეთ, გასაუბრების ზუსტ დროს წინასწარ გაგაგებინებთ.

გასაუბრებაზე მოსვლისას თან გქონდეთ პირადობის მოწმობის და ბაკალავრის დიპლომის ასლი, ასევე ერთიანი სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს!

წარმატებებს გისურვებთ!

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ: 595 959 096 მარინა

ტელ: 2 49 75 45; 2 45 75 45 (კომუტატორი)
ელ - ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge