ყველა სკოლა
ENGLISH

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა GIPA - ში


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ფსიქოლოგიის მაგისტრებს (MSc in Psychology 0707) პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალიზაციით.

პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზს წარმოადგენს, ორწლიანია და მოიცავს ოთხ სემესტრს. სწავლება ძირითადად საღამოს საათებში მიმდინარეობს. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:

1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში; ან მომიჯნავე სპეციალობის ბაკალავრი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი Minor სპეციალობად ფსიქოლოგიის კურსი (60 კრედიტი), ან GIPA-ს მოსამზადებელი კურსი ფსიქოლოგიის საფუძვლებში;

2) ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე წარმატებით გადალახული ზღვარი; 

3) ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე Intermediate დონეზე;

3) შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის წარმატებით გავლა: 

  •  გასაუბრება მიმღებ კომისიასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3 500 ლარს.

თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, სასწავლო სემესტრების მიხედვით

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (ბმული) და წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

✔სამოტივაციო წერილი

✔ფოტოსურათი (3X4)

✔პირადობის მოწმობის ასლი

✔ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ და დიპლომის დანართი (ნიშნებისფურცელი)

საბუთების მიღება -  29 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ელექტრონულად ბმულზეhttps://gipa.ge/school-of-social-sciences/geo/page/misagebiprocedura/misagebi-procedura.html

ან მოიტანოთ  მისამართზე: გორგასლის 101 (ორთაჭალა)

სააპლიკაციო ფორმა ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე.

 6  სექტემბერს დაგიკავშირდებათ თქვენი კოორდინატორი და შეგატყობინებთ გასაუბრების ზუსტ დროს (გთხოვთ, ჩართული გქონდეთ მობილური ტელეფონი და შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა)

გასაუბრება კომისიასთან ჩატარდება  7  სექტემბერს, მისამართზე: გორგასლის 101 (ორთაჭალა)

როგორც მოგახსენეთ, გასაუბრების ზუსტ დროს წინასწარ გაგაგებინებთ.

გასაუბრებაზე მოსვლისას თან გქონდეთ პირადობის მოწმობის და ბაკალავრის დიპლომის ასლი, ასევე ერთიანი სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს!

წარმატებებს გისურვებთ!

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 

595 959 096 - მარინა 

599 908 767 - მანანა