ყველა სკოლა
ENGLISH

ფსიქოლოგიის საფუძვლები

ფსიქოლოგიის საფუძვლები 

 მოსამზადებელი კურსები გამოყენებითი

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამისთვის

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანი არის მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა ფსიქოლოგიის საფუძვლებში.

კურსის მანძილზე მიღებული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები მზად იქნებიან  შემდგომი პროფესიული ზრდისთვის ფსიქოლოგიის სფეროში.

კურსი განკუთვნილია:

–      მათთვის, ვისაც არა აქვს ფსიქოლოგიური განათლება და სურვილი აქვს ჩააბაროს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე („შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის“ და „პოლიტიკური ფსიქოლოგიის“ განხრით).

–      ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნით დაინტერესებული პირებისთვის.

კურსის თემატიკა:

ზოგადი ფსიქოლოგია:

  • შესავალი ზოგად ფსიქოლოგიაში;
  • კოგნიტური პროცესები ( აღქმა, შეგრძნება, მეხსიერება, აზროვნება);
  • მთლიანი სუბიექტის განწყობა და ქცევა (მოტივაცია, ემოცია, სტრესი, ქცევა);
  • პიროვნების ფსიქოლოგია  (პიროვნების ძირითადი პარამეტრები, პიროვნების კვლევის მეთოდები)
  • სოციალური ფსიქოლოგია (სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდები, „მე“ სოციალურ სამყაროში, ინტერპერსონალური პერცეპცია, ატიტუდები, სოციალური კოგნიცია, წინასწარგანწყობა, სოციალური გავლენა, პროსოციალური ქცევა, ანტისოციალური ქცევა, ჯგუფები)
  • ინგლისური ენა - საჭიროების შემთხვევაში

პროგრამის უპირატესობა:

მოცემული პროგრამის წარმატებით გავლისა და ეროვნული გამოცდების ჩაბარების (მინიმალური ზღვარის გადალახვა) შემთხვევაში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება:

  • GIPA-ს შიდა გასაუბრების გავლის გარეშე გააგრძელონ სწავლა გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე;
  • მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ისარგებლებენ 10% - ანი ფასდაკლებით;

 

ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე

კურსის მოცულობა: 120 საათი

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი,

 

სასწავლო მეთოდოლოგია:

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ლექციური ასევე  ინტერაქტიული მეთოდები. თითოეულ საგანში  მონაწილეების შეფასება მოხდება შუალედური და საბოლოო გამოცდის საფუძველზე.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფსიქოლოგიის საფუძვლების სასერტიფიკატო პროგრამის გავლის სერტიფიკატი. 

მოთხოვნები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  3. ავტობიოგრაფია (CV)
  4. აუცილებელია:  ინგლისური Elementary Level  

სასწავლო პროცესი:

საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 25 თებერვლამდე. სწავლა დაიწყება 2017 წლის 1 მარტს 

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ დაფინანსების შემთხვევაში

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

საკონტაქტო პირი:  

მარინა კვიცარიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

მისამართი: გორგასლის 101

ტელეფონი: 249 75 45

ელ-ფოსტა:m.kvitsaridze@gipa.ge

მობილური: 595 959096

 

ლექტორები

 

 ირაკლი იმედაძე-ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ჰუმანიტარულ, განათლების და ფილოსოფიის დარგობრივი აკადემიების წევრი; საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი; დ. უზნაძის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატი.

წლების განმავლობაში მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წამყვან პოზიციებზე. 2006-2012 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ისტორია და მეთოდოლოგია, ზოგადი და პიროვნების ფსიქოლოგია,    განვითარების და განათლების ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია. 140-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის რვა წიგნის ავტორი და თანაავტორი. ოთხი ათეული წლის განმავლობაში კითხულობს ლექციებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

 

 თინა ჩხეიძე-ფსიქოლოგიის დოქტორი. სამეცნიერო საქმიანობის სფერო - პიროვნების სოციალური განწყობების ჩამოყალიბება და შეცვლა; სოციალური განწყობების, რწმენებისა და ღირებულებების სისტემის დინამიკა და მის საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიური მექანიზმები.

უძღვებოდა ინფორმაციისა და უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.

აქვს პედაგოგიური საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება. კითხულობს ლექციების კურსს სოციალურ და გავლენის ფსიქოლოგიაში, რეკლამის ფსიქოლოგიასა და საორგანიზაციო ქცევაში. კითხულობდა სასწავლო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობაში ლონდონის სამრეწველო - სავაჭრო პალატის საგამოცდო საბჭოს საგამოცდო ცენტრში.

 

 რამაზ საყვარელიძე-ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1950 წელს. 1976 წელს დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1980 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს ზოგად ფსიქოლოგიაში, განწყობის ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში და ა.შ. GIPA-ში კითხულობს „ფსიქოლოგიის საფუძვლებ“-ს, „პოლიტიკურ ფსიქოლოგია“-ს და „სტრესის მართვა“-ს. 

 

 მარინა ბალიაშვილი-ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წლების მანძილზე მუშაობდა დ.უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სხვადასვა წამყვან პოზიციაზე: იყო სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო სფეროში.

კვლევის ძირითადი მიმართულებები - პიროვნების ფსიქოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია. არის რამდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორი. 2012 წელს გამოცემულ მის წიგნს „პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები“ , გამომცემლობა „უნივერსალი“, 2013 წელს მიენიჭა დიმიტრი უზნაძის აკადემიური სახელობითი პრემია.