ყველა სკოლა
ENGLISH

კონცენტრაციები

საჯარო მმართველობის კონცენტრაცია

საჯარო მმართველობის კონცენტრაციის მიზანია სტუდენტებს მისცეს კომპლექსური ცოდნა დემოკრატიული და სოციალური ფასეულობების, მოქალაქეობრივი ღირებულებების დაცვის შესახებ; გამოუმუშავოს  პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი. სწავლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების  ხელშეწყობას,  ჯგუფში მუშაობას და დროის მენეჯმენტის პრობლემების გადაჭრას. სტუდენტები  შეისწავლიან მმართველობისა და თვითმმართველობის საფუძვლებს.  ორგანიზაციული მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს; საჯარო პოლიტიკის, საჯარო ორგანიზაციების და პროექტების  მართვის მნიშვნელოვან საკითხებს.

 

საერთაშორისო ურთიერთობების კონცენტრაცია 

საერთაშორისო ურთიერთობების კონცენტრაციის მიზანია სტუდენტებს მისცეს კომპლექსური ცოდნა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, გლობალური და რეგიონალური პროცესების შესახებ. მოახდინოს თანამედროვე საერთაშორისო   ურთიერთობებში არსებული ძირეული პრობლემების გააზრება და განზოგადება.

სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ძირითად ცნებებსა და თეორიებს. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას  საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო პოლიტიკის ფაქტორებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. გაეცნობიან კავკასიის, დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის  პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს.

 

ჟურნალისტიკის კონცენტრაცია 

ჟურნალისტიკის კონცენტრაციის მიზანია სტუდენტები აზიაროს იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რასაც ეყრდნობა საუკეთესო პრაქტიკა თანამედროვე ჟურნალისტიკაში; გამოუმუშავებს სტუდენტებს  ჟურნალისტიკის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებით პროფესიული ამოცანების ეფექტურად გადაჭრის უნარს; აზიარებს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და განუვითარებს პროფესიული კორექტულობის და ობიექტურობის უნარს. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას მედია ეთიკის, მედია სამართლის და ახალი მედიის  უმთავრესი საკითხების შესახებ. გაეცნობიან პროფესიული წერისა და ტელე და რადიო გადაცემების მომზადების სპეციფიკას.

 

ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

ფსიქოლოგიის კონცენტრაციის სტუდენტები იღებენ როგორც მრავალმხრივ, ისე სპეციალიზებულ თეორიულ ცოდნას ამ დარგში და ეუფლებიან შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ისინი შეისწავლიან ფსიქოლოგიის ზოგად საფუძვლებს და ძირითად ფსიქოლოგიურ დარგებს/თეორიებს - სოციალურ, იურიდიულ და პოლიტიკურ ფსიქოლოგიას,  განწყობის თეორიას, საორგანიზაციო ქცევას; აითვისებენ ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდებს; იმუშავებენ სოციალურ ტრავმასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაეცნობიან ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ფსიქოსოციალური დახმარების პრინციპებს; შეიძენენ თემთან მუშაობის, სოციალური განვითარებისა და ფსიქოსოციალური პროექტების მართვის უნარ-ჩვევებს. სწავლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების  ხელშეწყობას, ვერბალური (ზეპირი და წერითი მეტყველების) უნარების,  ჯგუფში მუშაობის, დროის მენეჯმენტის, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარების განვითარებას.

 

ეკონომიკის კონცენტრაცია

ეკონომიკის კონცენტრაციის სტუდენტები შეისწავლიან ეკონომიკის საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს. განუვითარდებათ პრაქტიკული უნარ–ჩვევები თეორიულ ცოდნასა და მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილების გამოყენებისა და რეალიზაციის მეთოდების შესახებ.  გაერკვევიან ეკონომიკური გარემოს შეფასებასა და გაანალიზებაში.

კონცენტრაცია მისცემს სტუდენტებს ეკონომისტებისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას მიკრო და მაკროეკონომიკაში. გააცნობს საჯარო, საერთაშორისო ეკონომიკის, მათემატიკური მოდელირების და ფინანსების ძირითად პრინციპებს.

კონცენტრაციის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც დაუფლებულია პროფესიული კარიერისათვის აუცილებელ ცოდნასა და ხერხებს, პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტებს.