ყველა სკოლა
ENGLISH

პროგრამის შესახებ

სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების (Liberal Arts Education) პრინციპებს: ზოგადიდან კონკრეტულისკენ, სხვადასხვა დისციპლინის ერთიან კონტექსტში გააზრებას, თეორიული ცოდნის მიწოდება-მიღების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სინთეზს.

სწავლება ოთხწლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველ ეტაპზე (I-IV სემესტრი) სტუდენტებს მიეწოდებათ საბაზისო ცოდნა სოციალურ მეცნიერებათა ყველა ძირითადი მიმართულების შესახებ. ისინი ეცნობიან მსოფლიო სულიერ, მხატვრულ, ფილოსოფიურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებების და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ინტენსიურად შეისწავლონ ინგლისური ენა, განავითარონ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, გაეცნონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს და სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია, სოციალურ მეცნიერებათა ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია ან სოციოლოგია, რომელსაც სწავლების მეორე ეტაპზე (V-VII სემესტრი) საფუძვლიანად და სიღრმისეულად დაეუფლებიან.

სწავლების მესამე ეტაპი (VIII სემესტრი) დამოუკიდებელი მუშაობას, სადიპლომო კვლევას, ეთმობა.

პროგრამა ისეა აგებული, რომ სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  პიროვნული ზრდის, ინდივიდუალური უნარების გამოვლენა/განვითარების ხელშეწყობას და საინტერესო სტუდენტური ცხოვრების (სპორტული შეჯიბრებები, მოგზაურთა კლუბი, „რა, სად, როდის“ და არა მხოლოდ...) მხარდაჭერას.

 

სწავლის საფასური შეადგენს: ერთი აკადემიური წელი - 4500 ლარი.

სტუდენტი,რომელიც მოიპოვებს  სახელმწიფო გრანტს (50%,70% ან 100%)  მიიღებს  GIPA - სგან 1000 ლარიან დაფინანსებას  პირველი აკადემიური წლის განმავლობაში.

მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისების მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაცია სტუდენტებს აჯილდოვებს გრანტით. გრანტი გაიცემა  შემდეგი პრინციპით:

 

  1. სტუდენტი, რომელსაც ერთი აკადემიური წლის ან მიყოლებით ორი სემესტრის (მაგალითად, მე-2 და მე-3 სემესტრი) განმავლობაში ყველა საგანში ექნება უმაღლესი შეფასება „A”  და მისი „GPA“ იქნება „4.0“, განთავისუფლებული იქნება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადისაგან 100 % -ით;

 

  1. თუ სტუდენტს ერთი აკადემიური წლის დამთავრების შემდეგ ყველა საგანში მიღებული ექნება უმაღლესი შეფასება”A”, მაგრამ მისი “GPA” არ იქნება „4.0“, ასევე განთავისუფლებული იქნება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადისაგან 100 % -ით;

 

  1. ხუთ სტუდენტს, რომლებსაც ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, ყველა საგანში ექნება მაღალი შეფასება და „GPA“ ექნება „3.5“ ან მეტი,   უნივერსიტეტი ათავისუფლებს  მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადისაგან რეიტინგის შესაბამისი პროცენტით შემდეგნაირად:
  • I ადგილი - 70%
  • II ადგილი - 60%
  • III ადგილი - 50%
  • IV ადგილი - 40%
  • V ადგილი - 30%

 

რეიტინგში ერთნაირ პოზიციაზე არსებულ სტუდენტებს, სწავლა დაუფინანსდებათ  შემდეგნაირად: შესაბამისი პოზიციების პროცენტული დაფინანსების  ჯამი გაიყოფა ერთნაირ პოზიციაზე არსებული სტუდენტების რაოდენობაზე. (საშუალო არითმეტიკულის მეთოდით)

 

  1. თუ სტუდენტს, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად აქვს სახელმწიფო დაფინანსება/გრანტი, მაშინ სახელმწიფო წლიური გრანტის  (ორი სემესტრის=2250ლ) ოდენობის ნახევარი (ერთი სემესტრის=1125ლ) აკლდება „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA)“ არსებულ  ერთი სემესტრის  სწავლის საფასურს(2500 ლარი) და უნივერსიტეტი სტუდენტს  უხდის (ათავისუფლებს გადასახადისაგან) სწავლის საფასურის იმ პროცენტს, რომელიც სტუდენტს რეიტინგის  შესაბამისად ეკუთვნის, მაგრამ არაუმეტეს მის მიერ გადასახდელი თანხისა.

 

  1. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი განაგრძობს წარჩინებით სწავლას და მომდევნო სემესტრსაც დაასრულებს უმაღლესი/მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, მას შეუნარჩუნდება დაფინანსება/გრანტი კიდევ ერთი სემესტრის განმავლობაში და ა.შ.

საბანკო რეკვიზიტები

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გრანტი/დაფინანსება  არ გაიცემა შემოსავლის სახით. უნივერსიტეტის გრანტის/დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება გრანტის შესაბამისი თანხის ოდენობის გადასახადისაგან  

 

მისამართი: თბილისი, გორგასლის ქუჩა #101, მობ: 599 61 17 17 (ხათუნა ბერაია) kh.beraia@gipa.ge ტელ: 2 49 75 45; 2 45 75 45 (კომუტატორი);