ყველა სკოლა
ENGLISH

პროგრამის შესახებ

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა GIPA - ში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო ამზადებს ფსიქოლოგიის მაგისტრებს ( MSc in Psychology 0707) სპეციალიზაციით პოლიტიკური ფსიქოლოგიასა და მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზს წარმოადგენს, ორწლიანია და მოიცავს ოთხ სემესტრს. სწავლება ძირითადად საღამოს საათებში (18:30-21:30) მიმდინარეობს.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:

1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში; ან მომიჯნავე სპეციალობის ბაკალავრი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი Minor სპეციალობად ფსიქოლოგიის კურსი (60 კრედიტი), ან GIPA-ს მოსამზადებელი კურსი ფსიქოლოგიის საფუძვლებში;

2) ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე წარმატებით გადალახული ზღვარი; 

3) ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე Intermediate დონეზე;

4) შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის წარმატებით გავლა: 

a) წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში; 

b) გასაუბრება მიმღებ კომისიასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3 500 ლარს.

თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, სასწავლო სემესტრების მიხედვით

საბანკო რეკვიზიტები

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარინა კვიცარიძე

მობ: 595 959 096

ტელ: 2 49 75 45; 2 45 75 45 (კომუტატორი)

ელ - ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge