ყველა სკოლა
ENGLISH

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ისტორია

ჯიპას სამართლის საბაკალავრო პროგრამა

წარმოადგენს საქართველოში იურიდიული განათლების მიღების ახალ  შესაძლებლობას. მისი მიზანია აღზარდოს განათლებული და კარგად  მომზადებული იურისტების თაობა, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას  წარმატებული იურიდიული კარიერა.


საბაკალავრო პროგრამა იმ დისციპლინების ერთობლიობაა, რომელიც      სტუდენტს აძლევს თეორიული განათლებისა და პრაქტიკური უნარების  აუცილებელ კრებულს. ამგვარი სინთეზი ადექვატურად აისახა საბაკალავრო  პროგრამის პროფესორ-მასწავლებელთა გუნდზე. ეს უკანასკნელი მოიცავს  იურიდიული პროფესიების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს, მათ შორის  თეორიული მეცნიერების ცნობილ მოღვაწეებს, წარმატებულ პრაქტიკოს  იურისტებს, არასამთავრობო და არასამთავრობო სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს. 


ჯიპას პროგრამა უზრუნვეყოფს სტუდენტის მიერ სამართლებრივი ტექნიკის ფუნდამეტური მეთოდებისა და სამართლებრივი     არგუმენტაციის პრინციპების, ასევე სამართლის ღირებულებითი და ეთიკური საფუძვლების შესწავლას. ამავდროულად, სწავლების სოკრატისეული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტის მიერ სამართლებრივი საკითხების კარგად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას, სამართლებრივი არგუმენტების ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას. 

სამართლის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ეროვნული სამართალზე. სავალდებულო საგნებთან ერთად, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს არასავალდებულო საგნები საერთაშორისო, სისხლის, საჯარო და კერძოს სამართლის სფეროებიდან. ამასთან ერთად, პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინგლისურენოვან არჩევით საგნებს. აღნიშნული საგნების უკეთ დაუფლების  მიზნით, კურსი ითვალისწინებს ინგლისური ენისა და იურიდიული ინგლისურის გაძლიერებულ სწავლებას. პროგრამის ნაწილია ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლის მეცნიერებასთან ახლო მდგომი ან ფუნქციურად  დაკავშირებული არაიურიდიული დისციპლინების შესწავლას.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი

საკონტაქტო პირი

ირინა ბაქრაძე 

სამართლის და პოლიტიკის სკოლის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge

მობ: +995 595 582 260

ტელ: 2 49 75 02; 2 45 75 45 (კომუტატორი)