ყველა სკოლა
ENGLISH

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს უსაფრთხოების, საერთაშორისო განვითარებისა და დიპლომატიის საკითხები, თეორიულ ცოდნასთან ერთად განუვითაროს ანალიტიკური აზროვნების უნარი. 

პროგრამაში დასაქმებულნი არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი ქართველი სპეციალისტები. სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული სკოლის გამოცდილებას, რაც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკაში გამოსადეგი უნარ-ჩვევების ათვისებას. სწორედ ამ მიზნით ლექტორთა შერჩევის დროს ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მათ აკადემიურ ცოდნას, არამედ  პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. პროგრამა დაარსებიდან მოყოლებული წარმატებით ნერგავს ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში (იელი, ტაფტი, ჰარვარდი, ჯონს ჰოპკინსი) აპრობირებულ სასწავლო მეთოდებს და დასავლურ გამოცდილებას ქართულ რეალობას უსადაგებს.

პროფესურისა და მოწვეული კვალიფიციური ლექტორების დახმარებით პროგრამა სტუდენტებს მრავალმხრივ განათლებას სთავაზობს და საშუალებას აძლევს გაეცნონ პოლიტოლოგიის, დიპლომატიისა და სამხედრო სტრატეგიის ხელოვნების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალურ საკითხებს. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ურთიერთობების ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე (კონცენტრაციაზე): საერთაშორისო უსაფრთხოება და საერთაშორისო განვითარება. საერთაშორისო უსაფრთხოების ან საერთაშორისო განვითარების განხრით სწავლის გაგრძელება მაგისტრანტებს საშუალებას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმონ მათთვის საინტერესო ასპექტის სიღრმისეულ შესწავლას. შესაბამისად, კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ცოდნა რათა იმუშაონ როგორც უსაფრთხოების მიმართულებით (მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში ან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში) ასევე განვითარების მიმართულებით (მაგალითად ეკონომიკის სამინისტროში ან რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში). კურსის დასრულებისას სტუდენტები უნდა იყვნენ არა მხოლოდ კონკურენტუნარიანნი თავიანთ სფეროში რათა შეძლონ დასაქმება, არამედ უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად აზროვნება და ქმედება და გაცნობიერებული ჰქონდეთ თავიანთი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.

 

ლექტორები

საგნები

კურიკულუმის აღწერა

სწავლის საფასური

საბუთების მიღება

საკონტაქტო პირი

ირინა ბაქრაძე 

 

სამართლის და პოლიტიკის სკოლის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge

მობ: +995 595 582 260

ტელ: 2 49 75 02; 2 45 75 45 (კომუტატორი)