ყველა სკოლა
ENGLISH

საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა

საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მთავარი მიზანია აღზარდოს სამართლის საერთაშორისო პრაქტიკასა და ლიბერალურ დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიონალები

პროგრამა იძლევა ღრმა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო  სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და ავითარებს სამართლებრივი კაზუსების შეფასებისა და ანალიზის უნარს.

საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ლექტორთა უმრავლესობას დასავლური განათლება აქვს მიღებული და საკუთარ სფეროში აქტიურად მოღვაწე ადამიანები არიან. სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება ამერიკული და ევროპული სკოლების გამოცდილებას, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ერთობლიობას ითვალისწინებს. სკოლის მიზანია საქართველოში დანერგოს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო მეთოდები და დასავლური გამოცდილება ქართულ რეალობას მიუსადაგოს.

საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია და ოთხი სემესტრისაგან შედგება. ყოველი აკადემიური წელი იწყება სექტემბერში. სავალდებულო და არჩევითი საგნების გავლის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ სადიპლომო ნაშრომზე.

საკონტაქტო პირი

ირინა ბაქრაძე 

სამართლის და პოლიტიკის სკოლის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge

მობ: +995 595 582 260

ტელ: 2 49 75 02; 2 45 75 45 (კომუტატორი)