ყველა სკოლა
ENGLISH

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

GIPA, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული სსიპი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წარმოგიდგენთ გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის ახალ სამაგისტრო პროგრამას. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გარემოსდაცვითი მმართველობის და პოლიტიკის, გარემოსდაცვითი კონცეფციების, გარემოს დაცვის სფეროს მრავალ განშტოებასთან დაკავშირებული საკითხების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკის ძირითად კონცეფციებსა თუ გადაწყვეტილების მიღების რაციონალურ მეთოდებზე გარემოს დაცვის კუთხით სიღრმისეული და სისტემური შესწავლა. ასევე, იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომელთა საქმიანობა მოითხოვს გარემოსდაცვითი საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ან მომიჯნავე სფეროში უკვე დასაქმებულ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.

პროგრამის მოკლე ინფორმაცია

პროგრამის სასწავლო გეგმა

პარტნიორები

სწავლის საფასური და სტიპენდია

პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა

 

საკონტაქტო პირი:

ნატალია ფარცხალაძე

იეთიმ გურჯის ქ. #7ბ

თბილისი, 0105, საქართველო

მობ: (995) 595 117477

ტელ: 2 49 75 00; 2 45 75 45 (კომუტატორი)

ელ-ფოსტა: n.partskhaladze@gipa.ge