ყველა სკოლა
ENGLISH

სასერტიფიკატო პროგრამები

მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი

ზოგადი მენეჯმენტი

ფინანსების მენეჯმენტი

ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

ყველაფერი თბილისის შესახებ

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

ბიზნესის მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების მართვა

ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველო-სტრატეგია 2020

გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკა

ადიქტოლოგია: ნარკოტიკები და დამოკიდებულება

მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტი

ბიზნეს ქოუჩინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცევტული ზრუნვა

თვითმენეჯმენტი (55+)

გაყიდვების მენეჯმენტი

HR - ქუთაისი

აგრობიზნეს მენეჯმენტი - ქუთაისი

აგრომარკეტინგი - ქუთაისი

ოფისის მენეჯმენტი

საშაბათო მასტერკლასები

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ქოუჩინგი

პროგრამის შესახებ:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ირინა ჭოჭუას საავტორო სასერტიფიკატო პროგრამაზე: ბიზნეს ქოუჩინგი

ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უნარების გამოყენებას და ეძებს მისთვის ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად. ქოუჩინგი ბიზნესში არის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის საფუძველზე მსმენელი ცოდნასთან ერთად მიიღებს პრაქტიკულ სამუშაო სქემას, რომლითაც მსმენელს შეეძლება მართოს ბიზნესი და აიყვანოს ის უფრო მაღალ საფეხურზე.

პროგრამის მიზანი არის მონაწილეებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნეს ქოუჩინგის შესახებ, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურის აწყობა და მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მაღალი რგოლის მენეჯერები (აპარატის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, HR, PR, Marketing მენეჯერები, მმართველები), სპეციალისტები, ვის მოვალეობებშიც შედის თანამშრომლების მოტივაცია, მუშაობის შედეგების გაუმჯობესება, მუშაობა სტრატეგიაზე და განვითარებაზე, კორპორაციული კულტურის და ღირებულებების ამაღლება, მართვის ოპტიმიზაცია და დასახული მიზნების მიღწევა. ასევე, ფსიქოლოგები და ტრენერები.

 

კურსის მონაწილეები:

· მიიღებენ ბიზნეს ქოუჩინგის და პერსონალის მართვის ტექნოლოგიების ნაკრებს
· გაეცნობიან სტრუქტურის მართვის მოდელს
· გაანალიზებენ პერსონალის მოტივაციის ამაღლების, მიზნის დასახვის და სტრატეგიული მუშაობის ტექნოლოგიებს
· გაიგებენ, რა არის მართვა ქოუჩიგნის სტილში
· შეძლებენ აწარმოონ ეფექტური ქოუჩინგური დიალოგი
· შეძლებენ გამოიყენონ მიღებული პრაქტიკული ცოდნა საქმიან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში
· აიმაღლებენ კომუნიკაციის უნარებს
· მოახდენენ საკუთარი რესურსებისა და უნარების ოპტიმიზაციას

 

პროგრამის აღწერილობა

ყველა მსმენელს საშუალება ექნება კუსრის მსვლელობის მანძილზე იმუშაოს ქოუჩთან, მონაწილეობა მიიღოს დემო სესიებში და ჩაერთოს პრაქტიკულ მუშაობაში. ასევე შეიმუშავოს საკუთარი ორგანიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, მართვის შესაბამისი ეფექტური მოდელი და შემდეგ წარმატებით დანერგოს ორგანიზაციაში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ინდივიდუალურად იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე: რას მინდა რომ მივაღწიო, როგორ ვგეგმავ მიღწევას, რატომ არის ჩემთვის  მნიშვნელოვანი ეს საკითხი და როდის მეცოდინება, მივაღწიე თუ არა ჩემს მიზანს.

 

პროგრამის შინაარსი

1.    წარმატებული ბიზნეს ქოუჩინგის საფუძვლები

  • შესავალი ნაწილი - ქოუჩინგის არსი, ძირითადი პრინციპები
  • ბიზნეს ქოუჩინგი
  • პროფესიული ეთიკა
  • ქოუჩინგი კონსალტინგის ნაცვლად
  • ქოუჩინგის ფორმატი
  • ბიზნეს და პერსონალური მიზნების განსაზღვრა
  • შედეგზე ორიენტირებული პროცესი
  • პროფესიული ქოუჩინგის წარმართვა
  • უკუგება (feedback)

2.    ქოუჩინგის ფორმატი

  • კონტრაქტი და მიზნის ჩამოყალიბება, ქოუჩინგური გამოცდილება
  • ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები (მოსმენა, რაპორტი, კლიენტების ტიპები, ქოუჩინგური დიალოგები)
  • მიზნის დასახვა - წარმატები​ს დაგეგმარება
  • საბოლოო შედეგის ფორმატი
  • ქოუჩინგის პროცესის გაგრძელება
  • პროექტების რეალიზაციის სტრატეგიის შემუშავება
  • მასტერინგი
  • ტექნიკები და სავარჯიშოები

3.    ქოუჩინგ ტექნიკების ნაკრები

  • მოტივაცია
  • მუშაობა ღირებულებებთან
  • მუშაობა რწმენა-წარმოდგენებთან და წინააღმდეგობებთან
  • ცვლილებების დანერგვა
  • ჯგუფური ქოუჩინგი
  • თიმ ბილდინგი
  • ახალი ქცევის გენერატორი

4.    NLP საფუძვლები და ტექნიკები

  • შესავალი ნაწილი
  • კალიბრირება, რეპრეზენტაციული სისტემები და კომუნიკაცია, ლინგვისტური ტექნიკები
  • მეტა მოდელები და მეტა პროგრამები
  • რეფრეიმინგი, სასაუბრო სტრატეგიები და ლინგვისტური ხაფანგები
  • NLP ფსიქო-ტექნიკები ბიზნესისთვის
  • ეფექტური ფასილიტაცია
  • მილტონ მოდელი

კურსის დასრულების შედეგად, მონაწილეებს ეცოდინებათ როგორ წარმართონ ქოუჩინგ პროცესები ორგანიზაციის შიგნით, როგორ ააწყონ კომუნიკაცია ტრანსფორმაციული ტექნიკების გამოყენებით, აწარმოონ ქოუჩინგური დიალოგი, დასახონ სწორი მიზნები და შეიმუშაონ სტრატეგიული მოდელები, როგორ გადაზარდონ დასახული ამოცანები რეალურ ქმედებებში და როგორ მიიღონ სწორი და მიზანზე ორიენტირებული უკუკავშირი.

 

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 108 საათი

სასწავლო მეთოდოლოგია: სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას. სწავლის პროცესში მონაწილეებს დაევალებათ მუშაობა კონკრეტულ ტექნიკებზე როგორც ჯგუფში, დემო სესიების ფორმატით, ასევე საკუთარ ორგანიზაციებში. სწავლების ბოლოს მონაწილეები იმუშავებენ ინდივიდუალურად საკუთარ ორგანიზაციებში, მართვითი ქოუჩინგის მიმართულებით. მონაწილეების მუშაობა შეფასდება უკუკავშირის სპეციალური ფორმით და ტესტებით. მონაწილეებს ექნებათ გასვლითი ლექციები და შეხვედრები.

შეფასების სისტემა:

  • დასწრება - 5%
  • ტესტები - 20%
  • დემო სესიები -55%
  • უკუკავშირის ფორმატი - 20%

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გადმოაგზავნონ CV და პირადობის მოწმობის ასლი (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 12 ნოემბერი, სწავლა დაიწყება 2017 წლის 14 ნოემბრიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმი:

  1. ინგლისური Intermediate Level
  2. დასაქმებული მმართველ პოზიციაზე
  3. მოტივაცია

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 800 ლარი, სწავლის შუა პერიოდში.

საბანკო რეკვიზიტები:

 სს „ თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

*გადახდისას დანიშნულებაში მიუთითოთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.


პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

 

სერტიფიკატი 

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ბიზნეს ქოუჩის დამადასტურებელი სერტიფიკატი (Business Coach).

დამატებით, თითეულ მონაწილეს, GIPA-სგან ბონუსად გადაეცემა პროგრესის სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება მისი პროფესიონალიზმისა და უნარების დონის მაჩვენელებლები (პროგრამის გავლამდე და შემდეგ).  

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება;
  • აქტიური მონაწილეობა დემო სესიებსა და სხვა დავალებებში
  • საბოლოო პროექტის განხორციელება

 

პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი 

კურსს უძღვება ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი. კურსი აგებულია მილტონ ერიქსონის კომუნიკაციის მეთოდებზე, ქოუჩინგის და NLP საფუძვლებზე და ორიენტირებულია მსმენელებში პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.

ირინა ჭოჭუა 

ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International – Canada. Certified Professional Coach. ICF Certified). ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, საერთაშორისო ასოციაციის წევრი (The Society of Neuro-Linguistic Programming™. UK). ავტორი - coachinglab.ge. მიწვეული ქოუჩი: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრაქტიკოსი ქოუჩი - (საქართველო, ყაზახეთი). ტრენერი - GIPA, PR Academy, KAPLAB, IBSU, L.E.S (საქართველო, ყაზახეთი). კონსულტანტი კომუნიკაციებში - (საქართველო). მუშაობის სფერო: პოლიტიკა - კომუნიკაციები ქოუჩინგი, ბიზნესი - მართვითი ქოუჩინგი / ტრენინგები. საავტორო პროგრამები: პერსონალური ბრენდინგი. NLP გაყიდვებში და კომუნიკაციებში. ქოუჩინგი მართვაში. NLP ბიზნეს სტრატეგიები.

პროგრამის განმახორციელებელის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

 

 

საკონტაქტო პირი


სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00 

ელ-ფოსტა:  s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257