ყველა სკოლა
ENGLISH

BBA მოკლე ინფორმაცია

ჯიპას ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომლის კედლებშიც სტუდენტები პრაქტიკულად ეუფლებიან ბიზნესის წარმართვის რეალურ ბერკეტებს, არის პირველი ქართული მეწარმე უნივერსიტეტი (Entrepreneurial University) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ჯიპას, როგორც მეწარმე უნივერსიტეტის მიზანია ერთმანეთთან დააახლოოს ბიზნესი და აკადემიური ცოდნა, მაქსიმალურად წაახალისოს საკუთარი სტუდენტები, რათა მათ შეძლონ რეალური საბაზრო მოთხოვნის პირობებში დახმარება გაუწიონ ქართულ ბიზნესს მათ წინაშე მდგომი ამოცანების გადასაჭრელად, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარტივად ადაპტირდნენ თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესი აგებულია კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზზე. პრაქტიკული კურსი საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს სწავლების პირველი დღიდან ჩაერთონ ბიზნესის რეალურ სამყაროში, ხოლო კურსდამთავრებულებს გააჩნდეთ როგორც აუცილებელი თეორიული საფუძვლები, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრისთვის.

პროგრამის ხანგრძლივობა:

4 წელი

მისაღები სტუდენტების რაოდენობა:

60 სტუდენტი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე (არჩევითი) საგანი:

მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

სწავლების ენა:

ქართული

სასურველია ინგლისურის intermedate დონე 

სასწავლო მასალები ქართულ და ინგლისურ ენაზე

პროგრამის ღირებულება:

4500 ლარი (1 წელი) - სწავლის ღირებულება იცვლება დაფინანსების მიხედვით

დაფინანსების სისტემა:

50%-70%-100% იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტისგან 1000 ლარიან დაფინანსებას პირველი ერთი წლის განმავლობაში;

"ბიზნესის ადმინისტრირების" პროგრამაზე, მეორე კურსიდან ყოველწლიურად საუკეთესო სტუდენტები (GPA-3,2-ზე მეტი და შეფასებები A და B) მიიღებენ დაფინანსებას: -რეიტინგში პირველი 5 სტუდენტი - 1000 ლარის ოდენობით, -რეიტინგში მომდევნო 5 სტუდენტი 700 ლარის ოდენობით.

სწავლა უცხოეთში, დამატებითი დიპლომი

საკონტაქტო პირი

ვანო ცერცვაძე

ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge

მობ: +995 599 449 850

ტელ: 2 49 75 00; 2 45 75 45 (კომუტატორი)