GIPA-ს ხარისხის მართვის სპეციალისტი და იურისტი; GIPA-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, GIPA-ს პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორანტი. ჯიპას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, გიორგი ტომარაძემ პრაქტიკა გაიარა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2018 წელს სტაჟირება გაიარა იურიდიულ კომპანიაში „მიგრიაული და პარტნიორები“, ხოლო 2020 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისიტრაციაში.
2019 წელს საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდა ქ.ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასმართლოში (ICC).
მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო კონფლიქტები. აღნიშნულ თემატიკაზე გიორგი ტომარაძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია, მათ შორის, რადიო ჯიპას ვებგვერდზე.
პუბლიკაციები:
„საერთაშორისო სამართლის Case Law“ (2020)
“კოვიდ19-ის გავლენა ხელისუფლებების ცვლილებაზე დემოკრატიულ და
ჰიბირდული რეჟიმის მქონე ქვეყნებში“ (JPD-Journal of Politics and Democratization, 2021).