საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

დავით ჯანდიერი

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

დავით ჯანდიერი არის იურისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით საჯარო და კერძო სტრუქტურებში. 2012-2013 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. აღნიშნულ პოზიციაზე დავით ჯანდიერის საკურატორო მიმართულებებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, საქართველოს ეროვნული არქივი) წარმოადგენდა. 

2012 წლამდე დავით ჯანდიერი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას. იგი გახლდათ მომჩივნის ადვოკატი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილულ ცნობილ საქმეზე - „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“.

ამჟამად დავით ჯანდიერი კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა ბიზნეს-კორპორაციებს, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების საჯარო განხილვებში ექსპერტის სტატუსით მას-მედიის მეშვეობით. 2018 წლიდან მან კვლავ განაახლა საადვოკატო საქმიანობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საქმეებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მათ შორისაა „საუკუნის პროცესად“ წოდებული ე.წ. „ციანიდის საქმე“.

დავით ჯანდიერი  არის სტრასბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მინიჭებული აქვს მაგისტრის წოდება ევროპულ სამართალსა და სწავლებაში. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი საერთაშორისო სამართალში.