რადიო GIPA-ს მენეჯერი

თინათინ ცისკარაძე

რადიო GIPA-ს მენეჯერი

004 წლიდან დღემდე GIPA ჩემთვის სახლია, საინტერესო, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი  ადამიანებით სავსე  და ამასთანავე მუდმივი განვითარების, ახალი გამოწვევების და ცოდნის შეძენის სივრცე.

2004 წელს კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა დავამთავრე  და მას შემდეგ სხვადასხვა მედია საშუალებებში   რეპორტიორად, პროდუსერად, გადაცემის ავტორად და წამყვანად ვიმუშავე. 

დღეს რადიო GIPA-ში  მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ და თავი ყველაზე იღბლიან ადამიანად  მიმაჩნია.

პარალელურად ვმუშაობ მედია ტრენერად გერმანულ მედია ორგანიზაციაში, DW Akademie,  და ვთანამშრომლობ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.