სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ასისტენტ-პროფესორი

გიორგი ხატიძე

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ასისტენტ-პროფესორი

2013 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი - პენინსულას უნივერსიტეტი (აშშ, კალიფონია). 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო, ინგლისი) და მიენიჭა სამართალის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. 2007 წლის აგვისტოს განახორციელა სამართალის მაგისტრის სადისერტაციო კვლევა დანდის უნივერსიტეტში, ენერგეტიკის, ენერგო და მინერალური რესურსების პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ცენტრში (გაერთიანებული სამეფო, შოტლანდია). 2006 წლის სექტემბერს წარმატებით დაასრულა წინარე სამაგისტრო/ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა ბელერბის კოლეჯში (გაერთიანებული სამეფო, ინგლისი). 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2004 – 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამჟამად, იგი არის იურისტი კერძო კომპანიებში, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით, მათ შორის ენერგო და საინვესტიციო სექტორში.

 

2010 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში.

 

პუბლიკაციები:

 

“Intersection of Human Rights and International Investment Law: Some Brief Observation”, published in Law and the World (Georgia), 1, (2015), ISSN 2346-7916.

 

“Challenges of Bilateral Investment Treaties: A Need for Legal, Institutional and Policymaking Reforms”, Scholars’ Press Publishing (Germany), (2014), ISBN 978-3-639-70967-4.

 

“ოფშორულ საფინანსო ცენტრთა რეგულირების ზოგიერთი საკითხი”, ინტელექტუალი - საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, №26, (2014), ISSN 1512-2530.

 

“Investment under the Energy Charter Treaty: Protecting the Foreign Energy Investment by Means of the Energy Charter Treaty Provisions”, VDM Publishing (Germany), (2010), ISBN 978-639302011.