სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი / კოორდინატორი

თედო სანიკიძე

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი / კოორდინატორი

ელფოსტა: t.sanikidze@gipa.ge

თედო სანიკიძე

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი / კოორდინატორი

ელფოსტა: t.sanikidze@gipa.ge

LinkedIn: https://www.linkedin.com/in/tedo-sanikidze-17323988/

თედო სანიკიძე - GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი და საჯარო მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების კოორდინატორია. 2021 წლიდან იკავებს აკადემიური ასისტენტის პოზიციას, საჯარო მმართველობის მიმართულებით.

ფლობს GIPA-ს მაგისტრის და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ბაკალავრის ხარისხს საჯარო მმართველობაში. დაამთავრა რიგის სამართლის უმაღლესი სკოლის (RGSL) პროგრამა - Advanced Programme in Law and Economics. ამჟამად სწავლობს საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე GIPA-ში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო მმართველობის რეფორმას, კარგ მმართველობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკის წარმოებას.

სხვადასხვა დროს იკავებდა ასისტენტის პოზიციას საქართველოს უნივერსიტეტში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლაში.  ამჟამად GIPA-ში კითხულობს სალექციო კურსებს საჯარო მმართველობასა და მეწარმეობაში.

კვლევით პროექტებში მონაწილეობა:

2020-2021: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროექტი - „მედეგობა COVID 19-ის დროს; იძულებით გადაადგილებულ პირთა შედარება ადგილობრივ მოსახლეობასთან“ 

2019-2020: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - „საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და უმაღლეს საჯარო მოხელეთა როლი“ - ასისტენტ-მკვლევარი

2017: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - „საქართველოს საჯარო სექტორში მოხელეთა ტრენინგი და პროფესიული განვითარება“ - ასისტენტ-მკვლევარი