ეკონომისტი, აქვს სხვადასხვა დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ: საჯარო (თელავის ვიცე მერი), კერძო სექტორში (კომერციული ბანკი CEO) და არასამთავრო (USAID, USDA, GIZ, UNDP, EU/ENPARD-მიერ დაფინანსებული პროექტები) ორგანიზაციებში. იოსებ ხომიზურაშვილს აქვს შშმპ სოციალური სერვისების მართვის საერთაშორისო გამოცდილება (“Paraquad” სენტ ლუისი, აშშ. მისურის შტატი). ასევე, აქვს პროექტების ფინანსური მონიტორინგის, ანგარიშგების და შეფასების გამოცდილება. მრავალი წელია მუშაობს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში კახეთის რეგიონული კოორდინატორის და ბენეფიციარების მობილაიზატორის თანამდებობაზე.