საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი ასპექტები სოფლის მეურნეობაში

კურსის განხორციელების ადგილი: ქ. ქუთაისი, GIPA- ს ოფისი.

პროგრამის მიზანია დაამკვიდროს ინოვაციური, პროფესიული მოკლევადიანი ტრენინგები სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება საერთაშორისო ვაჭრობაზე და თანხვედრაში იქნება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, აგრეთვე გაზარდოს მონაწილეთა ცნობიერება და გააუმჯობესოს მათი ზოგადი ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები სოფლის მეურნეობის სფეროში, ამასთანავე გააცნოს კურსის მონაწილეებს ისეთი თემები, როგორც არის საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი ასპექტები, საერთაშორისო ბიზნესის სამართლებრივი გარემო, საქართველოს პოტენციური საექსპორტო ბაზრების ანალიზი, სოფლის განვითარების პერსპექტივები, სურსათის უვნებლობა, აგრო ბიზნესის და აგრო მარკეტინგის საფუძვლები.

კურსი განკუთვნილია:

პროფესიულ პროგრამების სტუდენტებისათვის, აბიტურიენტებისთვის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, ექსტენციის ცენტრებისთვის და მათ კლიენტებისათვის, აგრეთვე იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი საკუთარი კარიერა დაუკავშირონ სოფლის მეურნეობის სფეროს. 

პროგრამის აღწერილობა:

 

  • საერთაშორისო ვაჭრობა
  • სურსათის უვნებლობა
  • აგრობიზნესი
  • აგრო მარკეტინგი
  • სოფლის განვითარების პერსპეტქივები

მაკა დაუშვილი - ბიზნეს ადმინისტრირების PHD,  აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მმართველ პოზიციაზე. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს “საერთაშორისო ტრანსპორტირება  და ლოგისტიკური კომპანია” -  გენერალური მენეჯერად. . 2016 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  მოწვეული პედაგოგი.

 

ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

გიორგი თურქია - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის 20 წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი.

ქეთევან რუხაძე-  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის  პროექტ “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”- კოორდინატორი. აქვს მრავალწლიანი  მუშაობის გამოცდილება  სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა თანამდებობებზე.

სწავლის ხანგრძლივობა: 3 კვირა

კურსის მოცულობა: 35 საათი
პროგრამის ღირებულება: კურსი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ( USDA ) მიერ.
სასწავლო მეთოდოლოგია: სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.
სწავლის წარმატებულად დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ “საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი ასპექტების” კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი

კურსის განხორციელების ადგილი: ქუთაისი

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (n.inasaridze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ან მიიტანონ GIPA-ს ოფისში . მისამართი: ქ.ქუთაისი, გოგობაშვილი ქ. #12 საკონტაქტო პირი: ქეთევან სვანიძე ტელ.: 599 335 298

პროგრამაზე ჩასაბარებლად  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ Intermediate დონეზე.


საბუთების მიღება წარმოებს 2018 წლის 25 მარტამდე, სწავლა დაიწყება 2018 წლის 4 აპრილს.
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები:

  1. მოტივაცია
  2. კომუნიკაციის უნარი
  3. სამუშაო გამოცდილება

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის #9
  • 032 2 49 75 00
  • study@gipa.ge