ოფისის მენეჯმენტი

GIPA-ს ოფისის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია მსმენელებისთვის, რომლებსაც სურთ ოფისში მუშაობა ადმინისტრაციული კოოორდინატორის, ოფისის მენეჯერის ან მათი ასისტენტის პოზიციაზე.

პროგრამის შინაარსი უზრუნველყოფს მონაწილეების აღჭურვას ყველა იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც აუცილებელია ოფისის წარმატებით მართვისთვის. მათ შორის: ორგანიზაციული მენეჯმენტისა და საქმისწარმოების პრინციპები, მომსახურების სტანდარტები, დოკუმენტების მოწესრიგება და კომუნიკაციისა თუ სტრესის მართვის პრინციპები.

სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

მენეჯმენტი და საქმისწარმოების ადმინისტრირება

ორგანიზაციული ეფექტურობა
კოორდინირებისა და კონტროლისს მექანიზმები
მონაწილეობითი მენეჯმენტი
დოკუმენტების კლასიფიკაცია, მათ შედგენა და დამუშავება
კორესპონდენცია (შემოსული წერილები, გასული წერილები, დოკუმენტების აღრიცხვა, შესრულების ვადები
საგანმკარგულებლო და საინფორმაციო - სააღმსრულებლო დოკუმენტები

ეფექტური მომსახურება (სერვის+)

ორგანიზაციის იმიჯისა და თანამშრომლების ურთიერთკავშირი
მომსახურების მნიშვნელოვნება და ეფექტური კომუნიკაციის როლი მომსახურებაში
კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები/მეთოდები

პროფესიული უნარები

ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციის კომპონენტები
თვითმენეჯმენტის მეთოდები და ურთიერთმიმართება დროის მენეჯმენტთან
სტრესი და სტრესის მართვა
საოფისე ტექნიკის გამოყენება დროის მენეჯმენტისა და სტრესის მართვისათვის

კომპიუტერული პროგრამები

ტექსტთან მუშაობის უნარ-ჩვევები ტექსტური პროცესორი MS Word 2013 (2016)
ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, MS Excel 2013 (2016)
ეფექტური პრეზენტაციის შექმნა და მართვა საპრეზენტაციო პროგრამა Ms PowerPoint 2013 (2016)

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, შეხვედრები კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 72 საათი

სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 24 სექტემბერი, სწავლა დაიწყება 2017 წლის 4 ოქტომბერს.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

მოტივაცია
კომუნიკაციის უნარი
სამუშაო გამოცდილება

* სასურველია, მონაწილეებს ლექციის მსვლელობისას, თან ჰქონდეთ საკუთარი ლეპტოპები

პროგრამის ღირებულება: 1100 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 700 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 400 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ოფისის მენეჯმენტის პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები.

მამუკა მახათაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ვეიქ ფორესტის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი(Wake Forest University, Babcock School of Graduate Management), ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს, ახლანდელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი. 20 წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა ბიზნეს, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ჯულიეტა გაგლოშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

ლევან ზარდალიშვილი - ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული ფსიქოლოგ კონსულტანტი. პრაღის ფსიქოთერაპიული ცენტრის “Aperta Via” დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 2009 წლიდან ეწევა აკადმიურ მოღვაწეობას.

2013 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროსთვის გახსნა და ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევენ ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ მშობლებს.

დალი ცქიტიშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის. სხვადასხვა არასამთვრობო და სახელმწიფო დაწესებულებებში, ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლანი გამოცდილება, მათ შორის „თავისუფლების ინსტიტუტში“, „რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრში“. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საგრანტო პროექტებს, შექმნილი და ჩატერებული აქვს პროფესიული ტერნინგი საქმისწარმობაში, გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგ კურსები ორგანიზაციის მართვისთვის საჭირო სფეროებში. ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსია.

დალი ცატავა - აქვს პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვისა და პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან GTZ, TACIS, GI, DAAD.

წარმატებით განახორციელა პროექტები: „სწავლის სწავლა როგორც საკვანძო კომპეტენცია“ გერმანელ კოლეგებთან ერთად, „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტში, „კვების კულტურის განვითარების ისტორია“ თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში. არის სახელმძღვანელოს „სწავლის ტექნიკებისა და სტრატეგიების“ ავტორი.

ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას. ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება. 10+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.

მაცაცო პაპავა - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 14 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების, თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით. ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა, ტრენინგები და პროფესიული განვითარება.

10+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.

სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105
  • +995 577 011 257
  • s.sukhiashvili@gipa.ge