მომავალი ექიმი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას მომავალი ექიმის  2 თვიან სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის  , რომელთაც სურვილი აქვთ მათი მომავალი დაუკავშირონ მედიცინას.

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს მედიცინის ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ თბილისის სხვადასხვა კლინიკის წამყვანი ექიმები.

  • Team building - ერთი ყველასათვის თუ ყველა ერთისათვის
  • შესავალი მედიცინაში - ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას
  • გენეტიკა (ვიზიტი ლაბში) - დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე
  • სასამართლო მედიცინა - საიქიოდან მოყოლილი რეალობა 
  • ენდოკრინოლოგია - გიგი, ნატა და პიერი ერთიანი მიზნისათვის
  • კარდიოლოგია - ერთ მრუდში მოყოლილი ცხოვრების ანამნეზი
  • ონკოლოგია - ძაღლიდან ლეკვისთვის გადანერგილი ერთი უჯრედი
  • ყელყურცხვირი - ოტორინოლარინგოლოგია: გასაგებად მარტივი, სათქმელად რთული
  • ოფთალმოლოგია - რა აღმოაჩინა რუფულ ეფესოელმა პირველ საუკუნეში?      
  • პედიატრია - ოქროს მედალი ვაქცინაციის მარმარილოს ძეგლისათვის    
  • ქირურგია - ტრაგედიები, რომელიც ტრიუმფით სრულდება
  • სტომატოლოგია - ჰოლივუდის ღიმილის ქართული საწყისები
  • სამედიცინო ეთიკა - ოდეს მკურნალობის ჟამს, არა გაცხადდეს ან: კონფლიქტი სიცოცხლისთვის თუ კომპრომისი სიცოცხლეს
  • გინეკოლოგია - კაჰუნ-ლაჰუნის უძველეს პაპირუსებზე დატანილი მეცნიერება ქალების შესახებ
  • პირველადი გადაუდებელი დახმარება - ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, გაიტანეთ     

ვიზიტი

-        საუნივერსიტეტო კლინიკაში

-        გენეტიკის ლაბორატორიაში

 

სერტიფიკატი 

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა მომავალი ექიმის სერტიფიკატი.  

სწავლა დაიწყება, 18 თებერვალს და გაგრძელდება 2018 წლის 8 აპრილამდე.

მასტერკლასები ჩატარდება კვირაობით, GIPA-ს ადმინისტრაციულ შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1.5 საათი, დღეში 2 თემა, 12:00-დან 16:00 საათამდე  ყავის შესვენებით.

პროგრამის ღირებულება - 490₾ 

 

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

ეტაპი – 300 ლარი – 2018 წლის 22 თებერვლამდე

II ეტაპი –190 ლარი – 2018 წლის 15 მარტამდე

 

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს ჯუნიორ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში – 10%

3. პროგრამის ახალ მონაწილეზე გაწეული რეკომენდაციისთვის – 10%

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისასდანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

 საბუთების გადარჩევის შედეგად დაინიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

გასაუბრებაზე აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ:

  • ცნობა სასწავლებლიდან
  • დაბადების მოწმობის ასლი
  •  მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018  წლის 14 თებერვალი.

გასაუბრება ჩატარდება 15-17 თებერვალს

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

ლაშა ლობჯანიძე 599872784

თედო სანიკიძე 598239540

future@gipa.ge

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
  • (995 32) 2 49 75 00
  • future@gipa.ge