კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPPER“-ის ფინანსური მხარდაჭერით,  „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ს  ფარგლებში  აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.

კურსი  მიზანია საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კონფლიქტების არსის შესახებ, კავკასიაში არსებული კონფლიქტების და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის მიმოხილვას. კურსი დაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც პირველი ნაწილი დაეთმობა ლექცია-სემინარებს  ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და ყარაბაღის კონფლიქტები შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა კონფლიქტების პრაქტიკულ უნარებს კერძოდ, მოლაპარაკებების ტექნიკებს, როლურ თამაშებსა და მოლაპარაკებების სიმულაციებს.

პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული პრაქტიკოსები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და უშუალოდ ამ კონფლიქტების მენეჯმენტში ჩართული ექსპერტები. 

პროგრამის ხანგრძლივობა:  12 ლექცია
დღეორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი
ხანგრძლივობა:  ორი საათი
პროგრამის დაწყების თარიღი: 18 ივნისი

ლექციების ჩატარების დრო: 19:00
ლექციების ჩატარების ადგილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლა. მის: ბროსეს ქ. 1, აუდიტორია #33
სწავლების ენა:  ქართული

პროგრამაზე სწავლება არის უფასო და სრულად დაფინაანსებლია HEKS-EPPER“-ის მიერ.

 

პროგრამის სამიზნე აუდიტორია 

პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ   საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სტუდენტებს, თუმცა, ასევე, განვიხილავთ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისგან წარმოდგენილ განაცხადებს.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა ჯიპას, საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPPER“-ის და  „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობაა 80%-იანი დასწრება და აქტიურობა, საუკეთესო მონაწილეებს გადაეცემათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

რეგისტრაცია  

 

 დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე: conflictcourse@gipa.ge

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  15 ივნისი

 

საკონტაქტო პირი:

როდამი ცომაია
მობ: + 995 577 482444;

ელიკო ბენდელიანი
მობ:+995 555 525959

 
მეილი:  conflictcourse@gipa.ge

დაგვიკავშირდით