ეგზისტენციალიზმი

პროგრამა ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს გაიგოს - გაიფართოვოს ცნობიერება ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური მიმართულებით - რა არის დროით განსაზღვრული ადამიანი და მისი ეგზისტენციალური პრობლემები.

კურსის გავლის შემდეგ, მსმენელები შეძლებენ ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის პრობლემების გაცნობიერებას და იმსჯელებენ ძირითადი საკითხების (სიკვდილ-სიცოცხლის კონფლიქტი, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, მარტოობა, სიცოცხლის საზრისი, შფოთვა და ფობიები) შესახებ.

პრგორამის ბოლოს, მონაწილეები შეძლებენ საზრისის ცნების გაგებასა და მისი მოძიება-მიგნებისათვის საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევებს შეიმუშავებენ.

 პროგრამის შინაარსი:

  • ვინ ვარ? საით მივდივარ? რა მინდა? - პრობლემა, რომელიც ადამიანის „შენობის“ ლოდის საკიდურია არსებობის დროიდან
  • მე სამყარო-ში: ავტორობა = პასუხისმგებლობა = თავისუფლება - უსაყრდენობის პირობებში ღირებულებებისა და მორალური კანონების მაინც არსებობა.
  • როგორ ვცოცხლობ და ვაშენებ ჩემს სიცოცხლეს? - გარდაუვალი ფინალობის ცნობიერება = „აუცილებლად მოვკვდები“
  • ბრძენი, გმირი, ქალწული - იუნგის არქეტიპები
  • ეგზისტენციალური მარტოობა = სიცარიელეში ყოფნის გამოცდილება.
  • მე-შენ ან მე-იგი = სიყვარული, როგორც დამოკიდებულების ორი ფორმა
  • შფოთვა, უძილობა, წყურვილი - ფსიქოსომატური დაავადებების საწყისი
  • ციფრული ცხოვრება = შენიღბვა
  • გავლენა ინდივიდის ქცევაზე - კომპლექსი, როგორც ყოველდღიური ჩვევა
  • მიუსაფრობა და სიყვარულის, როგორც ურთიერთობის ყველაზე ძლიერი ბერკეტის განდევნა - შიზოიდური სამყარო.
  • ცნობიერების გაფართოება = ცოდნის ინტეგრირება „მე“-ში კომფორტის ზონის დარღვევით
  • დროით განპირობებული ფაქტორები - ხანშიშესულობის უპირატესობები
  • რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ ფინალურია? - სიცოცხლის ფსიქოლოგიური საზრისი
  • რელიგია, როგორც მიღმური ცხოვრება - საიქიო თუ სააქაო?

 

სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ

სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2019 წლის  22 ოქტომბერი. სწავლა დაიწყება 2019 წლის 23 ოქტომბრიდან.

პროგრამის ღირებულება: 650 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 400 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 250  ლარი - მეორე თვის დასაწყისში.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419/GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ  პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მზია გომელაური - ჯიპას პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის 50 წ გამოცდილება, ლექტორობის 30 წ გამოცდილება. 2014 წლიდან კითხულობს GIPA-ში,  „ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის“ ლექციების კურსს სოციალური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე და  „ადამიანი შიზოიდურ სამყაროში“ გამოყენებითი ფსიქოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე.  არის მოწვეული ლექტორი  რობაქიძის უნივერსიტეტში და სამხატვრო აკადემიაში. მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული აქვს კვლევები და სტატიები სხვადასხვა ჟურნალებში.

რეზო კორინთელი - პროფესორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრია. ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის 40+ წ გამოცდილება, ლექტორობის 20+ წ გამოცდილება. იგი არის საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის  წევრი. 2002 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 4 წლის განმაბლობაში იუნგის ფსიქოანალიზს სწავლობდა ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი, რევაზ კორინთელი არის საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების  წევრი.

ანა ჩუთლაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

მისამართი: გორგასლის 101

ელ-ფოსტა: a.chutlashvili@gipa.ge

მობილური: 598 93 55 56

დაგვიკავშირდით