აგროეკოლოგია

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, ცხადყოფს, რომ ქართულ პროდუქციას აქვს  მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების პოტენციალი, როგორც ეკოლოგიურად სუფთა საქონლისა და მომსახურების ექსპორტიორ ქვეყანას.

პროგრამის მიზანია, მოიზიდოს აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, უზრუნველყოს მათი მომზადება აგროეკოლიგიის თანამედროვე საკითხებში. სასწავლო პროცესის განმავლობაში მსმენელები გაიზიარებენ იმ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც უპასუხებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს გარემოსადმი უვნებელი წარმეობის, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის შექმნისა და აგროტურიზმის განვითარების შესაძლებობას. ისინი გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას და დაეუფლებიან თანამედროვე მიდგომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, გახდნენ ინოვატორები და კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

კურსი შემუშავებულია GIPA-ს ლექტორების და პრაქტიკოსი მენეჯერების მიერ, განათლების თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით.

საგნები და ლექტორები:

  1. აგროეკოსისტემები და აგროეკოლოგიის საფუძვლები

აგროეკოლოგიის საფუძვლები და კონცეფცია, საქართველოს აგროეკოსისტემები და აგროკლიმატური რესურსები, ინტენსიური სოფლის მეურნეობის გავლენა აგროეკოსისტემებზე, აგროეკოლოგიური მონიტორინგი, ნიადაგების მართვა,  მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, სასუქების გამოყენების სისტემა და ა.შ.

ლექტორი: გოჩა წერეთელი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

  1. ბიოწარმოება და ბიოტექნოლოგიები

ბიოწარმოების მნიშვნელობა; სამართლებრივი რეგლამენტაცია; ზოგადი პრინციპები; ძირითადი მიმართულებები; გენური ინჟინერია და ბიომრავარფეროვნება; მცენარეთა ბიოტექნოლოგია, ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია, ბიოსტიმულატორები და ა.შ

ლექტორი: გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

  1. აგრობიზნესის მენეჯმენტი

აგრობიზნესის კონცეფცია, როლი და მნიშვნელობა, დაგეგმვა, მენეჯმენტი, ფინანსური აღრიცხვა; ბიზნესის  პროცესები; PESTLE ანალიზი; CSF–ის გამოყენება გადაწყვეტილების მიღებისას, SMART კონცეფციის გამოყენება, SWOT ანალიზის ჩატარება და ა.შ.

ლექტორი: გიორგი თურქია - ექსპერტი/კონსულტანტი ბიზნეს დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში.

  1. აგროტურიზმი

ეკოტურიზმი, აგროტურიზმის კონცეფცია და მსოფლიო პრაქტიკა, აგროტურიზმის განვითარების პოტენციალი და საჭიროებები; აგრო და ეკო ტურიზმის მნიშვნელობის და ძირითადი მიმართულებები; ქვეყანაში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობები; აგრო და ეკო ტურიზმი, როგორც რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი გზა.

ლექტორი: ლელა ხარტიშვილი - შპს “TTG Georgia” - დამაარსებელი.

  1. აგრო კანონმდებლობა

საერთაშორისო კონვენციები, ეროვნული კანონმდებლობა, საკანონმდებლო ხარვეზები; სოფლის მეურნეობის სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ძირითადი მიმათულებები; აგრარული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის პრინციპები და ხარვეზები.

ლექტორი: ელენე შატბერაშვილი - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” - საზოგადოებასთან ურთოერთობის და ადვოკატირების სამსახური.

  1. აგრო მარკეტინგი

მარკეტინგის არსი და მნიშვნელობა; აგროტურიზმი და მარკეტინგი; ეკომარკეტინგი; ბაზრის კვლევის პრინციპები; მარკეტინგული სტრატეგიები და დაგეგმვის პრინციპები; კონკურენცია და კონკურენტული გარემო.

ლექტორი: სერგო თურმანიძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD) მარკეტინგის ექსპერტი.

  1. გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა

ეკოლოგიის მნიშვნელობა აგროსექტორში, ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაცვის ფორმები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა, ნარჩენების ტიპები და მართვის ძირითადი ფორმები; ურთიერთკავშირი ადამიანის აქტივობასა და გარემოს შორის და ა.შ.

ლექტორი: ლევან ინაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

კურსის ჩატარების ადგილი: გამოცხადდება

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

კურსის მოცულობა: 96 საათი

ლექციები ჩატარდება კვირაში, ოთხჯერ, 19:00 საათიდან.

სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე drdve@gipa.ge და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: გამოცხადდება

სწავლა დაიწყება: გამოცხადდება  

საბუთების მიღების შემდეგ გაიმართება გასაუბრება მისაღებ კომისიასთან

შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი

პროგრამის ღირებულება: 1000 ლარი (გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად)

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
  3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

  1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  2. ოთხი თანამშრომელი – 15%
  3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიკატს “აგროეკოლოგიაში”

ნესტან ინასარიძე

იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105

ელ-ფოსტა: n.inasaridze@gipa.ge

მობ: (+995) 599 718 400

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის #9
  • 032 2 49 75 00
  • study@gipa.ge