აგრო-მარკეტინგი

აგრომარკეტინგის სერტიფიცირებული პროფესიული კურსი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით  შეიმუშავა “აგრომარკეტინგის” პროფესიული სერტიფიცირებული კურსი, რომელიც ორიენტირებულია აგროსექტორში პროფესიული განათლების საჭიროებაზე და ამზადებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის   აგრომარკეტინგის ახალ სპეციალისტებს.

კურსი მსმენელებს დაეხმარება, წინასწარ განსაზღვრონ ბიზნესის წარმატება, გადაწყვეტილების შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი.  მსმენელები გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას და დაეუფლებიან თანამედროვე მიდგომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გახდნენ კონკურენტუნარიანები, როგორც სასოფლო-სამეურნეო შრომის ბაზარზე, ასევე კერძო სამეწარმეო საქმიანობაში.

სამიზნე აუდიტორია

  • პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები
  • საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები
  • კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები
  • ექსტენციის  ცენტრების წარმომადგენლები და მათი კლიენტები
  • სერვისის და პროდუქტის  მიმწოდებლები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოტენციური მყიდველები
  • საკვების მწარმოებლები
  • საცალო და საბითუმო მოვაჭრეები
  • ექსპორტიორები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ფერმერები და სხვა.

საგნები:

  • ბიზნესი როგორც ერთიანი სისტემა -  ლექტორი- გიორგი თურქია / 2 შეხვედრა
  • საოჯახო ფერმერული მეურნეობა და სასურსათო მოხმარება - ლექტორი: სერგო თურმანიძე - 1 შეხვედრა
  • მარკეტინგის არსი და მნიშვნელობა აგრობიზნესში /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -1 შეხვედრა
  • მომხმარებელი და ბაზარი /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა
  • კონკურენცია /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა
  • პროდუქტი /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი - 2 შეხვედრა
  • საფასო სტრატეგიის შემუშავება /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -1 შეხვედრა
  • მარკეტინგული არხები  - გაყიდვები და დისრტიბუცია: /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -1 შეხვედრა
  • მარკეტინგული კომუნიკაცია და კომუნიკაციის არხები /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა
  • მარკეტინგული კვლევა /ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი -2 შეხვედრა

ლექტორები:

  • ნიკოლოზ აბუაშვილი
  • გიორგი თურქია
  • სერგო თურმანიძე

ადგილი: ქ.ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. #12

სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, სამუშაო დღეებში 19:00-დან 22:00-მდე,   შაბათ და კვირას დღის განმავლობაში

კურსის მოცულობა: 72 საათი

სწავლების ენა: ქართული

ასერტიფიკატო კურსით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე (k.svanidze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: გამოცხადდება

სწავლა დაიწყება: გამოცხადდება  

საბუთების მიღების შემდეგ გაიმართება გასაუბრება მისაღებ კომისიასთან

შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი.

* სასურველია: ინგლისური Intermediate Level და საბაზისო კომპიუტერული უნარები.

კურსი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ აგრო მარკეტინგის პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა:  კურსის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ ძირითად საგანში  უნდა ჩააბარონ შუალედური გამოცდა, ასევე განვლილი საგნების ბაზაზე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ პროექტი.

ქეთევან სვანიძე

იმერეთის რეგიონული კოორდინატორის ასისტენტი

ელ-ფოსტა: k.svanidze@gipa.ge

მობ: (995 599) 33 52 98

მისამართი: ქ. ქუთაისი; გოგებაშვილის ქ. #12

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის #9
  • 032 2 49 75 00
  • study@gipa.ge