გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა

GIPA, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული სსიპი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წარმოგიდგენთ გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის ახალ სამაგისტრო პროგრამას. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გარემოსდაცვითი მმართველობის და პოლიტიკის, გარემოსდაცვითი კონცეფციების, გარემოს დაცვის სფეროს მრავალ განშტოებასთან დაკავშირებული საკითხების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკის ძირითად კონცეფციებსა თუ გადაწყვეტილების მიღების რაციონალურ მეთოდებზე გარემოს დაცვის კუთხით სიღრმისეული და სისტემური შესწავლა. ასევე, იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომელთა საქმიანობა მოითხოვს გარემოსდაცვითი საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ან მომიჯნავე სფეროში უკვე დასაქმებულ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.

მიზანი

 პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გარემოსდაცვითი მმათველობისა და პოლიტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო, თუ საზოგადოებრივ სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალებბეში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიულად განვითარდნენ და წარმატებული კარიერა განახორციელონ როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში, რასაც უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა.

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის მაგისტრი

სწავლების საფეხური - მაგისტრატურა

პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება

პროგრამის აკრედიტაციის პროცესი დასრულდა 2016 წლის სექტემბერში.

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა
(არჩევითი და სავალდებულო საგნები) 

  • I -II -III სემესტრი - ძირითადი და არჩევითი საგნები
  • IV სემესტრი - პოლიტიკის ლაბორატორია, დიპლომზე მუშაობა
  • ლექციები - სამუშაო დღეებში 19:00 – 22:00 საათამდე, შაბათს 12:00 -15:00 საათამდე

სწავლების ენა:

  • ინგლისური და ქართული;
  • ძირითადი სასწავლო მასალა ინგლისურ ენაზე;

პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისგან: 

სახელი და გვარი

სტატუსი

სასწავლო კურსი

1.         

ნანა მაჭარაშვილი

პროფესორი

·          კვლევის მეთოდები, დიზაინი და აკადემიური წერა 

2. ეკა კაკაბაძე მოწვეული ლექტორი ·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

3.         

კახა ბახტაძე

მოწვეული ლექტორი

·          პროექტის მართვა და ბიუჯეტირება გარემოს დაცვის სფეროში

4.         

ქეთევან გუჯარაიძე

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები

·          გარემოს დაცვის მართვის ინსტრუმენტები

·          გარემო და კონფლიქტები

5.         

ნინო თანდილაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის პოლიტიკა

6.         

ლაშა არევაძე

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის ეკონომიკა

7.         

 ზურაბ გურიელიძე,

 ეკატერინე კაკაბაძე

მოწვეული ლექტორი

·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

8.         

კახა არცივაძე

პროფესორი

·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

·          გარემოს დაცვის ძირითადი გამოწვევები

·          ცოცხალი გარემო და ეკოლოგია

9.         

ელისო ბარნოვი

მოწვეული ლექტორი

·          წყლის რესურსების მართვის პრინციპები

10.       

ირაკლი ქობულია

მოწვეული ლექტორი

·          წყლის რესურსების მართვის პრინციპები

11.       

ხათუნა გიგაური

ასოცირებული პროფესორი

·          კლიმატის ცვლილება და მისი ასპექტები

12.       

მურმან მარგველაშილი

მოწვეული ლექტორი

·          მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა

13.       

დაჩი ყანჩაველი

მოწვეული ლექტორი

·          გის და სივრცითი გეგმარების მენეჯმენტი გარემოსდაცვით საკითხებში

14.       

ნინო გელაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ნარჩენების მართვა

·         გარემოსდაცვითი აუდიტი და მონიტორინგი

15.       

ნოე მეგრელიშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ატმოსფერული ჰაერის დაცვა

16.       

ნათია იორდანიშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ტყის რესურსების მართვა

17.       

ია პაპიაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ეფექტური კომუნიკაციის საფუძლები გარემოს დაცვით სფეროში

18.       

მაია ზავრაშვილი

ასისტენტი

·          ეთიკა საჯარო სამსახურში

·          საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი

19.       

თამარ კობერიძე

მოწვეული ლექტორი

·          პოლიტიკური ლობიზმი და ადვოკატირება

20.       

დავით ჯანდიერი

პროფესორი

·          საჯარო სამართლის საფუძლები

21.

თამარ ჩხაიძე

მოწვეული ლექტორი

·          თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები

იხ. პროგრამის კურიკულუმი

გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ  გაიღრმავონ ცოდნა საჯარო მმართველობის  მიმართულებით.

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 12 სექტემბის ჩათვლით.

 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის

სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.

შიდასაუნივერსიტეტი გამოცდის ქულების გადანაწილება:

ინგლლისური ენის ცოდნის დადასტურება  100 ქულა

გასაუბრება 100 ქულა

ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება:

ინგლისური ენის დონე შემოწმდება გასაუბრების პროცესში



* ინგლისურის ტესტის ნიმუში

საბუთების მიღება 

21 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით

ინგლისურის გამოცდა:  

გამოცდის გავლა მოხდება გასაუბრებაზე, ზეპირად კომისიის მიერ

გასაუბრება: 8-9 სექტემბერი

სწავლა დაიწყება: 18 სექტემბერს 

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას/გამოცდებსა და გასაუბრებას, არაუგვიანეს 2023 წლის 20 სექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური სწავლის საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას.

სწავლის ღირებულება

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3500 ლარს. თანხის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ გარემოს დაცვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

დაფინანსება

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7000 ლარს შეადგენს. 

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე

7000 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

875 ლარი

 

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
შემთხვევაში

7000-4500=2500, გადასახდელი
თანხა - 2500 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

312,5 ლარი

 

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, სტაჟრებასა და კვლევით საქმიანობაში ჩართულობას ახორციელებს შემდეგ ორგანზიაციებში:

  1. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი
  2. ქალაქ თბილისის საკრებულო
  3. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
  4. ქალაქ თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი:

 

1.

University of Cagliari

კალიარის უნივერსიტეტი დაარსდა 1606 წელს, იგი მდებარეობს სარდინიის კუნძულზე, ქ. კალიარიში. კალიარის უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰყავს დაახლოებით 32,000-მდე სტუდენტი, 1000 – მდე აკადემიური პერსონალი და 1000 – ზე მეტი პროფესიონალი ტექნიკურ – ადმინისტრაციული პერსონალი.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის სექტემბერშიზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზეორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამარომლის ფარგლებშიყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

გარდა ამისა, 2018 წლიდან GIPA-სა და კალიარის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, სამართალი, სოციალური მეცნიერებები;

2.

Gottfried Wilhelm Leibniz Universität Hannover

ჰანოვერის უნივერსიტეტი, არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ჰანოვერში, გერმანია. იგი დაარსდა 1831 წლის 2 მაისს, და წარმოადგენს   ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გერმანიაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ნოემბერში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, მენეჯმენტი, ბიზნესი, გარემოსდაცვითი პოლიტიკა;

3.

Hungarian University of Agriculture and Life Sciences

უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (MATE) თითოეულ კამპუსს დიდი წარსული და მდიდარი ისტორია აქვს. უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებების გეორგიკონის ფაკულტეტი კეშთელში არის უძველესი სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სასწავლებელი ევროპაში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1797 წლის 1 ივლისს. MATE - ეს დაარსებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული და მულტიდისციპლინარული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა 2021 წლის 1 თებერვალს. MATE-ს უნვიერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. შეუძლიათ დაეუფლოთ სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი და კვების მეცნიერებებს, წყლისა და განახლებადი ენერგიის მენეჯმენტს, ლანდშაფტის არქიტექტურას, ენოლოგიას, მებაღეობას, მექანიკურ ინჟინერიას და ა.შ.

პროგრამები ხელმისაწვდომია ყველა დონის სტუდენტებისთვის ბაკალავრიდან PHD-მდე

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნუცა მინდიაშვილი

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: n.mindiashvili@gipa.ge

მობ: 593 280 770