სოციალური მეცნიერებები




სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების (Liberal Arts Education) პრინციპებს, რაც გულისხმობს ზოგადიდან კონკრეტულისკენ სვლას და სხვადასხვა დისციპლინის ერთიან კონტექსტში გააზრებას. ამავე დროს,  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თეორიული ცოდნის მიწოდება-მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სინთეზს. 

პროგრამა ისეა აგებული, რომ სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პიროვნულ ზრდასა და ინდივიდუალური უნარების გამოვლენა/განვითარების ხელშეწყობაზე. არანაკლები ყურადღება ექცევა საინტერესო სტუდენტური ცხოვრების (სპორტული შეჯიბრებები, მოგზაურთა კლუბი, „რა, სად, როდის“, ინგლისურენოვანი Speech and Debate Club და არა მხოლოდ...) მხარდაჭერას. 

რას ვისწავლი?

სწავლება ოთხწლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

პირველ ეტაპზე სტუდენტებს მიეწოდებათ საბაზისო ცოდნა სოციალური მეცნიერებების ძირითადი მიმართულების შესახებ. მსოფლიო სულიერ, მხატვრულ, ფილოსოფიურ და სამეცნიერო მემკვიდრეობასთან, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებების და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებთან ერთად, ისინი ეცნობიან ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის და სხვა სოციალური მეცნიერებების საფუძვლებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ინტენსიურად შეისწავლონ ინგლისური ენა, განავითარონ კომუნიკაციური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები და გაეცნონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს.

სწავლების მესამე წლიდან, პროგრამა ითვალისწინებს დამატებითი სპეციალობის (მაინორი) არჩევას - ან საჯარო მმართველობის, ან საერთაშორისო ურთიერთობების, ან სოციოლოგიის მიმართულებით.

ვინ ვიქნები?

პროგრამა იძლევა საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ისევე როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში - ყველგან, სადაც არის მოთხოვნა კვალიფიცირებულ სპეციალისტზე, რომელიც საფუძვლიანად ფლობს ცოდნას საზოგადოების - მისი მცირე და დიდი ჯგუფების - თავისებურებებისა და დინამიკის შესახებ.

პროგრამის კურიკულუმი

მისაღები ადგილების რაოდენობა - 40

სწავლების ენა:  ქართული

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. ინგლისური ენა 
  3. ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ისტორია, მათემატიკა ან გეოგრაფია
  4. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები (მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის)

საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი 

  • რომელსაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი;
  • რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები;

პირველკურსელთა რეგისტრაცია 

პირველკურსელთა სარეგისტრაციო ბმული:  https://portal.gipa.ge/bachelor

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად - 01 სექტემბრიდან (21:00) 12 სექტემბრის (18:00) ჩათვლით.

1. რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი
  • 1 ფოტოსურათი ზომით ¾
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
  • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.

2. ხელშეკრულების გაფორმება:

მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში, 06,07,08, 12  სექტემბერს, 11:00-17:00 შუალედში, სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში (თბილისი, ვახტანგ გორგასლის #101)

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

*  იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).

პროგრამის წლიური ღირებულება: 4200 ლარი

საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა: 

 I სასწავლო წელს:

  • 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 70%-იანი ან 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, GIPA-ს 1000 ლარიანი ფასდაკლება 

II სასწავლო წელს:

სტუდენტები, რომელთა GPA იქნება 3,5 და მეტი, მომავალ სემესტრში ისარგებლებენ 1000 ლარამდე ფასდაკლებით (რეიტინგის შესაბამისად):

• 1000 ლარი
• 900 ლარი
• 800 ლარი
• 700 ლარი
• 600 ლარი

სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით.

გადახდა:

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

ტროის უნივერსიტეტი (აშშ)

GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ ჯიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს აიღოს ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.


ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;

ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.


სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.


ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდებიThe Hague University of Applied Sciences

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.


ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University

ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.


EDHEC-ის ბიზნეს სკოლა (საფრანგეთი) EDHEC Business School

EDHEC-ის ბიზნეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ნიცაში ან ლილში.

ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) Leipzig University of Applied Sciences

ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლაიფციგში.

ჰანოვერის უნივერსიტეტი (გერმანია) Leibniz Universität Hannover

ჰანოვერის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰამოვერში.


კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)

უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ კალიარიში. 


პერუჯის უნივერსიტეტი (Italy, Perugia)

პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში. 


ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)

ბრატისლავას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბრატისლავაში. 


პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.


დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)

დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.


ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)

ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.


პასაუს უნივერსიტეტი

პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და  ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


ფლორენციის უნივერსიტეტი:

ფლორენციის უნივერსიტეტის წარმოშობა თარიღდება 1321 წელს ფლორენციის
რესპუბლიკის მიერ დაარსებული Studium Generale-ით. ფლორენციის უნივერსიტეტი
არის იტალიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ცენტრი კვლევისა და
უმაღლესი განათლების მიმართულებით. მასში დასაქმებულია 1,800 ლექტორი და
სამეცნიერო პერსონალით, 1,600 ტექნიკური . და ადმინისტრაციული პერსონალი და
1600-ზე მეტი მკვლევარი ასისტენტი და დოქტორანტი.
კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
2022 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს
შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში,
ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში
სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.


რომის საპიენცის უნივერსიტეტი:

დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


ოსტრავას უნივერსიტეტი:

ოსტრავას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ
ოსტრავაში, მორავია-სილეზიის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკა. იგი დაარსდა 1991
წელს, წარმოადგენს უახლეს საჯარო უნივერსიტეტს ოსტრავაში. იგი შედგება ექვსი

ფაკულტეტისა და ორი ინსტიტუტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ
საუნივერსიტეტო განათლებას.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა; სამართალი;


ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი:

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.

აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:

დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:

ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის ჰოლანდიური
პროფესიული საუნივერსიტეტო ინსტიტუტი უმაღლესი განათლებისა და კვლევისთვის.
27000-ზე მეტი სტუდენტით და 3000-ზე მეტი პერსონალით ზვოლესა და ალმერეს
უბნებზე, ვინდესჰაიმი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოყენებითი მეცნიერებების
უნივერსიტეტი ნიდერლანდებში.
2022-2025 წწ. GIPA-სა და Windesheim-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს
შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში;
(International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური
პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი; სართაშორისო ურთიერთობები;

კოორდინატორი: მარიამ კეკელიშვილი

მობ: 598 72 71 84

ელ-ფოსტა: m.kekelishvili@gipa.ge

მისამართი: ორთაჭალა, გორგასლის #101

  • სად დავსაქმდები?

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც არის მოთხოვნა შესაბამისი კვალიფიკაციის კურსდამთავრებულზე. პროგრამა იძლევა საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ისევე როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა.

  • რომელი მაინორების არჩევა შემეძლება მესამე წლიდან?

სწავლების მესამე წლიდან, პროგრამა ითვალისწინებს დამატებითი სპეციალობის (მაინორი) არჩევას - ან საჯარო მმართველობის, ან საერთაშორისო ურთიერთობების, ან სოციოლოგიის მიმართულებით. სამივე მიმართულების არჩევის შემთხვევაში სტუდენტი იღებს დარგობრივ ცოდნას.

ადმინისტრაცია

ლექტორები