სოციოლოგია

მიღების წინაპირობები

სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამ სავალდებულო საგანთან ერთად სტუდენტს სავალდებულო მეოთხე საგნად შეუძლია აირჩიოს:

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ლიტერატურა
  • სამოქალაქო განათლება

ჩასაბარებელი უცხო ენა - მხოლოდ ინგლისური 

მობილობა

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, სოციოლოგიის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  სტუდენტთა  მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია  წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

პირველკურსელთა რეგისტრაცია

სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსელთა საყურადღებოდ

მოგახსენებთ, რომ პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე 12.00-17.00. მისამართზე: გორგასლის #101 (ორთაჭალა)

საბუთების ჩამონათვალი:
1. პირადობის მოწმობის ასლი; 
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ. 
3. ფოტოსურათი (3x4) + ციფრული ფოტოსურათი
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
5. სწავლის წლიური გადასახადის 20% ის (900 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)

ანგარიშის ნომერია:

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:


ანა ჩუთლაშვილი  -  Email:  a.chutlashvili@gipa.ge  Mob: +995 598 93 55 56

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის ბაკალავრი/Bachelor of Sociology

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი

სწავლების ენა:  ქართული

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:  აკადემიური

სოციოლოგიის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:

  • როგორც ზოგადი, ისე სპეციალიზებული - თეორიული და პრაქტიკული - ცოდნა სოციოლოგიის მიმართულებით;
  • ფართო თეორიული ცოდნა სოციოლოგიის საფუძვლების, ძირითადი თეორიებისა და მიმართულებების შესახებ;
  • სიღრმისეული ცოდნა და სპეციალური მომზადება სოციოლოგიის სხვადასხვა დარგში (ურბანული, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, შრომისა და ორგანიზაციული სოციოლოგიის).
  • სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
  • სოციოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;   
  • სოციოლოგიის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების და პროფესიული ეთიკის სტანდარტების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.

დასაქმების სფერო

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებში, სადაც მოითხოვება სოციოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. პროგრამა იძლევა ფართო და სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას, ისევე როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა სოციოლოგიის სფეროში.

 

 

სპეციალური შეთავაზება

შემოხაზე პირველ ნომრად GIPA-ს სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (კოდი:1530109) და მიიღე ერთი წლის საფასურის 20%-იანი ფასდაკლება 

სწავლის საფასური

სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის წლიური ღრებულება 4500 ლარს შეადგენს.

სწავლის დაფინანსება

1000 ლარი ყველა სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში (100%,70% და 50%) სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში.

50% გრ. შემთხვევაში
4500 - 1125 (50%) - 1000 (GIPA) = 2375 ლარი
70% გრ. შემთხვევაში 
4500 - 1575 (70%) - 1000 (GIPA) = 1925  ლარი 
100% გრ შემთხვევაში
4500 - 2250 (100%) - 1000 (GIPA) = 1250 ლარი

---

ძვირფასო სტუდენტებო, როგორც იცით, GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა.

სისტემა გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტების დაჯილდოვებას, ზრუნავს მათი მოტივაციის გაზრდაზე და რეიტინგის შესაბამისად უფინანსებს მათ სწავლის საფასურს. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ 100%-ით. 

გისურვებთ მაღალ შეფასებებს და სწავლის წარმატებით დასრულებას!

სტიპენდიების და გრანტების სისტემა

    • სწავლების მეორე წლიდან, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სოციალურ მეცნიერებათა სკოლიდან მიიღონ გრანტი სწავლის დასაფინანსებლად
    • იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს დაფინანსება, მისი GPA აუცილებლად უნდა შეადგენდეს 3.5 ან მეტს
    • სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში  სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით
    • თუ სტუდენტის GPA არ შეადგენს 4.0-ს, მაგრამ ბოლო 2 სემესტრის მანძილზე ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასება A (და მისი GPA 3.5 ან მეტია) მას მომდევნო სემესტრში სწავლა  100%-ით დაუფინანსდება
      • სტუდენტებს, რომელთა GPA  იქნება 3.5 ან მეტირეიტინგის მიხედვით, მომდევნო სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ შემდეგნაირად:  1-70%;  2-60%; 3-50%;  4-40%;  5-30% 
    • სტუდენტი, რომელსაც სემესტრში ერთი საგანი მაინც ექნება 'გამოტოვებული' (გამოიყენებს ე.წ. 'დროფ სისტემას') სტიპენდიას ვერ მოიპოვებს
    • თუ სტუდენტს, ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად აქვს სახელმწიფო გრანტი, სკოლა სტუდენტს დაუფინანსებს სხვაობას სწავლის დადგენილ საფასურსა და მოპოვებულ გრანტს შორის

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გრანტი/დაფინანსება  არ გაიცემა შემოსავლის სახით. უნივერსიტეტის გრანტის/დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება გრანტის შესაბამისი თანხის ოდენობის გადასახადისაგან  

    სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა ნაწილი ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშების სახით, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, ესსე, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. პროგრამის კურიკულუმი, მთლიანად აკადემიური პროცესი და პრაქტიკა მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.

    იხილეთ კურიკულუმი



    ლექტორები

    ბექა კობახიძე

    ბექა კობახიძე

    კავკასია XIX-XX: ოკუპაციის, კონფლიქ ...

    გიორგი შუბითიძე

    გიორგი შუბითიძე

    შესავალი სოციოლოგიაში

    თეონა მატარაძე

    თეონა მატარაძე

    თინათინ ნორაკიძე

    თინათინ ნორაკიძე

    სამოქალაქო განათლება

    თინათინ ქავთარაძე

    თინათინ ქავთარაძე

    აკადემიური წერა

    თინათინ ჩხეიძე

    თინათინ ჩხეიძე

    სოციალური ფსიქოლოგია, გამოყენებითი ...

    თინათინ ხომერიკი

    თინათინ ხომერიკი

    ირაკლი იმედაძე

    ირაკლი იმედაძე

    ფსიქოლოგიის საფუძვლები; ფსიქოლოგიის ...

    მაია ჭიაურელი

    მაია ჭიაურელი

    ლოგიკა

    მზია გომელაური

    მზია გომელაური

     „ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის“ ლექტ ...

    ნინო ჩარექიშვილი

    ნინო ჩარექიშვილი

    აღმოსავლური ცივილიზაციების ისტორია

    რამაზ საყვარელიძე

    რამაზ საყვარელიძე

    ფსიქოლოგიის საფუძვლები, პოლიტიკური ...

    რევაზ ჯორბენაძე

    რევაზ ჯორბენაძე

    „პოლიტიკური კონფლიქტების ანალიზი და ...

    ქეთი მუხიგული

    ქეთი მუხიგული

    სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხ ...

    ჯეფ მორსკი

    ჯეფ მორსკი

    ანა დიაკონიძე

    ანა დიაკონიძე

    სოციოლოგიის შესავალი

    ადმინისტრაცია

    ნესტან ციციშვილი

    ნესტან ციციშვილი

    სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

    ქეთი მუხიგული

    ქეთი მუხიგული

    სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

    ხათუნა ბერაია

    ხათუნა ბერაია

    სოცილურ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი

    ანა ჩუთლაშვილი

    ანა ჩუთლაშვილი

    ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი / ბიბლიოთეკარი

    დაგვიკავშირდით

    • თბილისი, გორგასლის ქუჩა #101, მე-2 სართული.
    • (995) 32 2 49 75 00
    • Study@gipa.ge