ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, მომავლის პროფესიაა. 

ფსიქოლოგიის საბაკლავრო პროგრამა ორიენტირებულია კვლევაზე. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მომაწილეობა კვლევით პროექტებში და პრაქტიკულად გამოიყენონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც შეიძენენ შესაბამის დისციპლინებში.

პროგრამაზე სტუდენტი იძენს ფართო ცოდნას ფსიქოლოგიის შემდეგ  დარგებში:  კოგნიტური, სოციალური, პიროვნების ფსიქოლოგია და სხვა; კერძოდ, სწავლების პერიოდში, სტუდენტი საფუძვლიანად შეისწავლის   ფსიქოლოგიის დარგებში არსებულ თეორიებსა და მოდელებს, კონსტრუქტებს, თეორიულ და ემპირიულ კვლევებს. 

რას ვისწავლი?

  • კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებას
  • შესაფერისი ინსტრუმენტების შექმნასა და ადაპტაციას, მიღებული შედეგების აღწერას და ინტერპრეტაციას და მათ განხილვას ანალოგიური კვლევების კონტექსტში
  • თეორიული საგნებს: კოგნიტური ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია
  • გამოყენებით ფსიქოლოგია: პოლიტიკური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, დევიაციური და იურიდიული ფსიქოლოგია

ვინ ვიქნები? 

შეძლებ ფსიქოლოგიის სფეროში აკადემიური საქმიანობასა და ინტერდისციპლინურ პროექტებში მონაწილეობას, დასაქმდები ფსიქოლოგიის (ზოგადი, სოციალური, იურიდიული, ორგანიზაციული და პოლიტიკური) სფეროში და/ან ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში, როგორიცაა:

  1. ადამიანური რესურსების მართვის (HR) სფერო
  2. სოციალური კვლევითი პროექტები/კვლევითი დეპარტამენტი
  3. განათლების სექტორი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 80

პროგრამის კოდი აბიტურიენტთა ცნობარში: 1530108

სწავლების ენა: ქართული

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:

1. ქართული ენა და ლიტერატურა

2. ინგლისური ენა

3. მესამე სავალდებულო საგნად აბიტურიენტი ირჩევს შემოთავაზებული ოთხიდან ერთ-ერთს: 

        - მათემატიკა 

        - იტორია

        - ბიოლოგია

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის

საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი:

  • რომელსაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი
  • რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები

პირველკურსელთა რეგისტრაცია

სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად:https://portal.gipa.ge/bachelor

რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი
  • 1 ფოტოსურათი ზომით ¾
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
  • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს


ხელშეკრულების გაფორმება:

მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებების სკოლაში (თბილისი, ვახტანგ გორგასლის 101).

ხელშეკრულების გაფორმებისას, სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 

* იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).

პროგრამის წლიური ღირებულება: 4200 ლარი



საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა:

 I სასწავლო წელს:

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4200 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.

ის აბიტურიენტები, რომლებიც 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებენ  100% -იან ან 70% - იან გრანტს და ჩაირიცხებიან GIPA-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტის გარდა მოიპოვებენ საუნივერსიტეტო გრანტს 1000 ლარის ოდენობით.


II სასწავლო წელს:

*სტუდენტს შიდა დაფინანსება შეუნარჩუნდება იმ შემთხვევაში თუ მისი GPA იქნება 3.5 ან მეტი. 

სტუდენტები, რომელთა GPA იქნება 3,5 და მეტი, მომავალ სემესტრში ისარგებლებენ 1000 ლარამდე ფასდაკლებით (რეიტინგის შესაბამისად):

• 1000 ლარი
• 900 ლარი
• 800 ლარი
• 700 ლარი
• 600 ლარი

სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით.

გადახდა:

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

მურსიის სან ანტონიოს სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტი:

 Universidad Católica de Murcia (UCAM) - კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს მურსიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში. იგი დაარსდა 1996 წელს, ხოსე ლუის მენდოზა პერეზის მიერ, და სტუდენტებს სთავაზობს 100-მდე საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიურ პროგრამას.

 GIPA-სა და Universidad Católica San Antonio de Murcia-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2020 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა)


კოიმბრას უნივერსიტეტი:

კოიმბრას უნივერსიტეტი არის საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი კოიმბრაში, პორტუგალია. პირველად დაარსდა ლისაბონში 1290 წელს, მან გაიარა რამდენიმე გადაადგილება, სანამ სამუდამოდ გადავიდა კოიმბრაში 1537 წელს. უნივერსიტეტი  უძველეს უნივერსიტეტებს შორისაა მსოფლიოში უწყვეტი ფუნქციონირებით, და უძველესი პორტუგალიაში, რომელმაც ითამაშა გავლენიანი როლი უმაღლესი განათლების განვითარებაში პორტუგალიურ-ენოვან სამყაროში.

2022-2025 წწ. GIPA-სა და  კოიმბრას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება  „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

თანამშრომლობის მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები, ბიზნესი; ფსიქოლოგია მედია


სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.


ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდებიThe Hague University of Applied Sciences

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.


პასაუს უნივერსიტეტი

პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და  ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:

დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

1. როგორია სტუდენტური ცხოვრება GIPA-ში?

GIPA უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და ახორციელებს მრავალფეროვან ღონისძიებებს. თუ შენ გახდები GIPA-ს სტუდენტი, ჩაერთვები შემდეგ ღონისძიებებში/აქტივობებში და არამხოლოდ:

  • სტუდენტების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა
  • სტუდენტური კლუბები (GIPA-ს თეატრალური დასი, GIPA-ს კინო-კლუბი, GIPA-ს დებატ-კლუბი და ა.შ.)
  • GIPA-ს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები/კონფერენციები
  • სტუდენტების მიერ ინიცირებული სხვადასხვა სახის სოციალური ტიპის ღონისძიებები ( ტერიტორიების დასუფთავება, ხეების დარგვა, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები და ა.შ)
  • სტუდენტების მიერ ინიცირებული და განხორციელებული პროექტები (“Lib Art”, GIPA-ს რადიო გადაცემები, ა.შ.)
  • უნივერსიტეტის სპორტული ღონისძიებები (სათხილამურო, საკალათბურთო, საფეხბურთო ტურნირები და ა.შ)

2. როგორი კომუნიკაციაა ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის?

  • კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან გამარტივებულია და ზედმეტი ფორმალური პროცედურებისაგან არის თავისუფალი
  • სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ინდივიდუალური ურთიერთობა დაამყარონ ლექტორებთან
  • პროგრამის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება სტუდენტებისა და ლექტორების ურთიერთშეფასება სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით

3. სად ვიმუშავებ?

პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა, ისევე როგორც პრაქტიკული გამოცდილება, შესაძლებლობას მოგცემს დაიწყო წარმატებული კარიერა ფსიქოლოგიის სფეროში (ზოგადი, სოციალური, იურიდიული, ორგანიზაციული და პოლიტიკური).

შეძლებ იმუშაო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში, რომლის ეფექტური ფუნქციონირება ფსიქოლოგიის ცოდნას მოითხოვს (მაგ. ადამიანური რესურსების ( H.R.), დანაშაულის პრევენცია/კორექციის, განათლების სფეროებში)

4. როგორ დამეხმარება GIPA დასაქმებაში?

სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით, GIPA რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის:

  • შენი ინფორმირება ვაკანსიების, სტაჟირებების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, როგორიცაა: გასაუბრებისთვის მომზადება, CV-ს, სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციის და სხვა დოკუმენტების მომზადება 
  • შენი საჭიროებიდან გამომდინარე, კარიერული განვითარების სხვადასხვა მასტერკლასების და ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო კომუნიკაცია
  • შრომის ბაზრის კვლევა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა და საჭიროების მიხედვით, დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესება, მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით, აკადემიური პროცესის დახვეწა და შესაბამისი კადრების მომზადება
  • დასაქმების ფორუმების ორგანიზება

5. რით განსხვავდება არსებული პროგრამა ბაზარზე არსებული სხვა პროგრამებისგან?

  • სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კვლევით პროექტებში
  • პროგრამა მომავალ სპეციალისტებს ფსიქოლოგიასა და მომიჯნავე სფეროებში მუშაობისთვის ამზადებს
  • თეორიული ცოდნის მიწოდებასთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაზე
     

ეკატერინე ცეცხლაძე

კოორდინატორი

მობ: (+995) 593 026 026

ელ-ფოსტა: e.tsetskhlaze@gipa.ge

მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქ. N101, 0114, თბილისი, საქართველო

ადმინისტრაცია

ლექტორები