პოლიტიკური მეცნიერებები

მიღების წინაპირობები

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამ სავალდებულო საგანთან ერთად სტუდენტს სავალდებულო მეოთხე საგნად შეუძლია აირჩიოს:

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ლიტერატურა
  • სამოქალაქო განათლება

ჩასაბარებელი უცხო ენა - მხოლოდ ინგლისური 

მობილობა

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პოლიტიკური მეცნიერებების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  სტუდენტთა  მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია  წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

პირველკურსელთა რეგისტრაცია

პოლიტიკური მეცნიერებების  საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსელთა საყურადღებოდ

მოგახსენებთ, რომ პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოება 3 სექტემბრიდან - 5 სექტემბრამდე 12.00-17.00. მისამართზე: გორგასლის #101 (ორთაჭალა)

საბუთების ჩამონათვალი:
1. პირადობის მოწმობის ასლი; 
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ. 
3. ფოტოსურათი (3x4) + ციფრული ფოტოსურათი
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
5. 900 ლარის ოდენობის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)

ანგარიშის ნომერია:

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

საკონტაქტო პირი

თედო სანიკიძე

ტელ: +995 598239540 

ელ. ფოსტა: T.sanikidze@gipa.ge

 

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  საბაკალავრო პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებებში

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკური მეცნიერებების  ბაკალავრი/BA in Political Sciences

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი

სწავლების ენა:  ქართული

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:  აკადემიურi

პოლიტიკური მეცნიერებების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:

  • ფართო თეორიული ცოდნა, როგორც ზოგადად პოლიტიკურ მეცნიერებებში, ისე მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების შესახებ;
  • სიღრმისეული ცოდნამსოფლიო ფილოსოფიური და სამეცნიერო მემკვიდრეობის, პოლიტიკური აზროვნების ისტორიის და პოლიტიკური იდეოლოგიების     შესახებ;  
  • სიღრმისეული ცოდნა საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებებისდა ადამიანთა უფლებების ძირითადიპრინციპების შესახებ;
  • ფართო ცოდნაინდივიდის როლის, პასუხისმგებლობის და საზოგადოებაში მისი უფლებების შესახებ.

პოლიტიკური მეცნიერებების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:

  • პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში მიღებულიცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;   
  • პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.

დასაქმების სფერო:

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ, როგორც სახელმწიფო ასევე საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც მოითხოვება პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. პროგრამა იძლევა თეორიულ ცოდნას ისევე, როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით.

სპეციალური შეთავაზება

შემოხაზე პირველ ნომრად GIPA-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა (კოდი:1530103) და მიიღე ერთი წლის საფასურის 20%-იანი ფასდაკლება 

სწავლის საფასური

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის წლიური ღირებულება 4500 ლარია

სწავლის დაფინანსება

1000 ლარი ყველა სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში (100%,70% და 50%) სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში.

50% გრ. შემთხვევაში
4500 - 1125 (50%) - 1000 (GIPA) = 2375 ლარი
70% გრ. შემთხვევაში 
4500 - 1575 (70%) - 1000 (GIPA) = 1925  ლარი 
100% გრ შემთხვევაში
4500 - 2250 (100%) - 1000 (GIPA) = 1250 ლარი

---

ძვირფასო სტუდენტებო, როგორც იცით, GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა.

სისტემა გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტების დაჯილდოვებას, ზრუნავს მათი მოტივაციის გაზრდაზე და რეიტინგის შესაბამისად უფინანსებს მათ სწავლის საფასურს. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ 100%-ით. 

გისურვებთ მაღალ შეფასებებს და სწავლის წარმატებით დასრულებას!

სტიპენდიების და გრანტების სისტემა

    • სწავლების მეორე წლიდან, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სოციალურ მეცნიერებათა სკოლიდან მიიღონ გრანტი სწავლის დასაფინანსებლად
    • იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს დაფინანსება, მისი GPA აუცილებლად უნდა შეადგენდეს 3.5 ან მეტს
    • სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში  სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით
    • თუ სტუდენტის GPA არ შეადგენს 4.0-ს, მაგრამ ბოლო 2 სემესტრის მანძილზე ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასება A (და მისი GPA 3.5 ან მეტია) მას მომდევნო სემესტრში სწავლა  100%-ით დაუფინანსდება
      • სტუდენტებს, რომელთა GPA  იქნება 3.5 ან მეტირეიტინგის მიხედვით, მომდევნო სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ შემდეგნაირად:  1-70%;  2-60%; 3-50%;  4-40%;  5-30% 
    • სტუდენტი, რომელსაც სემესტრში ერთი საგანი მაინც ექნება 'გამოტოვებული' (გამოიყენებს ე.წ. 'დროფ სისტემას') სტიპენდიას ვერ მოიპოვებს

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გრანტი/დაფინანსება  არ გაიცემა შემოსავლის სახით. უნივერსიტეტის გრანტის/დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება გრანტის შესაბამისი თანხის ოდენობის გადასახადისაგან  

    პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა უმეტესობა ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშების, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. პროგრამის კურიკულუმი და მთლიანად აკადემიური პროცესი მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.

    იხილეთ კურიკულუმი.

    იხილეთ საგნების მოკლე აღწერილობა

    ლექტორები

    ზურაბ აგლაძე

    ზურაბ აგლაძე

    კონფლიქტოლოგია და საქართველოს სამეზ ...

    ჟანა ანთია

    ჟანა ანთია

    სტატისტიკა

    ლევან ასათიანი

    ლევან ასათიანი

    საზოგადოებრივი გეოგრაფია, საქართველ ...

    ლევან ბერძენიშვილი

    ლევან ბერძენიშვილი

    დიადი წიგნები, რიტორიკა და კამათის ...

    მზია გომელაური

    მზია გომელაური

     „ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის“ ლექტ ...

    ანა დიაკონიძე

    ანა დიაკონიძე

    სოციოლოგიის შესავალი

    ლევან დოლიძე

    ლევან დოლიძე

    პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრ ...

    გიორგი თურქია

    გიორგი თურქია

    ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრ ...

    ირაკლი იმედაძე

    ირაკლი იმედაძე

    ფსიქოლოგიის საფუძვლები; ფსიქოლოგიის ...

    მერაბ კაკულია

    მერაბ კაკულია

    ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხე ...

    გია კობახიძე

    გია კობახიძე

    კალკულუსი

    გიორგი კობერიძე

    გიორგი კობერიძე

    ლევან კოკაია

    ლევან კოკაია

    სამართლის საფუძვლები / ბიზნეს სამარ ...

    ვახტანგ ლომჯარია

    ვახტანგ ლომჯარია

    ეკონომიკის საფუძვლები

    ქეთევან მაისურაძე

    ქეთევან მაისურაძე

    თეონა მატარაძე

    თეონა მატარაძე

    ჯეფ მორსკი

    ჯეფ მორსკი

    გიორგი მჟავანაძე

    გიორგი მჟავანაძე

    ქეთი მუხიგული

    ქეთი მუხიგული

    სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხ ...

    რამაზ საყვარელიძე

    რამაზ საყვარელიძე

    ფსიქოლოგიის საფუძვლები, პოლიტიკური ...

    მარიამ სეხნიაშვილი

    მარიამ სეხნიაშვილი

    საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგი ...

    ელისაბედ სოფრომაძე

    ელისაბედ სოფრომაძე

    ადგილობრივი თვითმმართველობა

    თინათინ ქავთარაძე

    თინათინ ქავთარაძე

    აკადემიური წერა

    ოთარ ქოჩორაძე

    ოთარ ქოჩორაძე

    გეოპოლიტიკა, საქმიანი ურთიერთობები, ...

    თორნიკე შარაშენიძე

    თორნიკე შარაშენიძე

    საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტ ...

    გიორგი შუბითიძე

    გიორგი შუბითიძე

    შესავალი სოციოლოგიაში

    ნინო ჩარექიშვილი

    ნინო ჩარექიშვილი

    აღმოსავლური ცივილიზაციების ისტორია

    ივანე ჩხიკვაძე

    ივანე ჩხიკვაძე

    ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა

    ნათია ჭიღვარია

    ნათია ჭიღვარია

    სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პრო ...

    ალექსანდრე ჭკუასელი

    ალექსანდრე ჭკუასელი

    საჯარო პოლიტიკა / გარდამავალი ქვეყნ ...

    გოგი ხომერიკი

    გოგი ხომერიკი

    საზოგადოებრივი გეოგრაფია

    ზაზა აბაშიძე

    ზაზა აბაშიძე

    პოლიტიკურ მეცნიერებათა საბაკალავრო ...

    ადმინისტრაცია

    ნესტან ციციშვილი

    ნესტან ციციშვილი

    სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

    ლევან დოლიძე

    ლევან დოლიძე

    პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღანელი

    ხათუნა ბერაია

    ხათუნა ბერაია

    სოცილურ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი

    თედო სანიკიძე

    თედო სანიკიძე

    ეკონომიკის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი

    დაგვიკავშირდით

    • თბილისი, გორგასლის ქუჩა #101, მე-2 სართული.
    • +995 598239540 
    • T.sanikidze@gipa.ge