ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

სამშენებლო სამართალი

სამშენებლო სამართალი

სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხები

სასერტიფიკატო კურსი

 

საკითხები:

  1. შესავალი - სამშენებლო სამართალში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები და მათი  მიმოხილვა
  2. ქალაქგეგმარება, ფუნქციური და უფლებრივი ზონირება, დადგენილი სამშენებლო პარამეტრების გადამეტების საკანონმდებლო საფუძვლები (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი). ქალაქგეგმარებითი პროცესის გავლენა ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციის პროცესში.
  3. მშენებლობის პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემის თავისებურებები, მშენებლობის სახეობები, მშენებლობის კლასები.
  4. მშენებლობის უსაფრთხოების წესები, მიტოვებული მშენებლობის სამართლებრივი რეჟიმი და მნიშვნელობა.
  5. დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება.
  6. სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება, დარღვევის გამოსწორების კანონით დადგენილი მექანიზმები (დასაშვები დარღვევები, პროექტის კორექტირება, დასტური და ა.შ.) და სასამართლო პრაქტიკა.
  7. მშენებლობის გავლენა მომიჯნავე მესაკუთრეების უფლებებზე, კანონით დადგენილი დაცვის გარანტიები და მათ შესრულებაზე კონტროლის გზები (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი).
  8. დასკვნითი შეხვედრა - გამოცდა

 

კურსი ჩატარდება პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლების მეთოდით, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სამშენებლო სფეროში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებს, პრაქტიკაში მათი გამოყენების პრობლემურ შემთხვევებს ადმინისტრაციული ორგანოების და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ სამშენებლო სამართალში მოქმედი ნორმების ძირითად ნაკლოვანებებს და პრაქტიკაში მათი სწორად გამოყენება/განმარტების  გზებს.  

 

კურსის მიზანი: მონაწილეებს მიეცემათ საშუალება უკეთ გაიკვალონ გზა  სამშენებლო სფეროში მოღვაწეობისას. შეეძლონ სწორად დაგეგმონ მშენებლობის სამართლებრივი პროცესი, სწორად შეარჩიონ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროექტების განვითარებისთვის შესაბამისი ტერიტორია მათი სამშენებლო მიზნებით განვითარებისთვის. მშენებლობის პროცესში სწორად შეძლონ სამართლებრივი პროგნოზირება/შეფასება, განახორციელონ სამართლებრივი ზედამხედველობა და თავიდან აირიდონ სანქციები მშენებლობის პროცესში, დაიცვან მიმდინარე სამშენებლო პროცესი მშენებლობის შეჩერებისგან, დაბოლოს მიიღონ მშენებლობადასრულებული ობიექტები ექსპლუატაციაში. ასევე, მონაწილეები შეისწავლიან მშენებლობის უარყოფითი გავლენისგან თავდაცვის სამართლებრივ გზებს.

 

კურსს გაუძღვება სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი, რომელიც 2005 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო სამართლის სფეროში. კერძოდ ჯერ მშენებლობის მაკონტროლებელ ორგანოში (ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში) იგი იკავებდა არაერთ წამყვან თანამდებობას.  არის სამშენებლო სამართალში დღეს მოქმედი არაერთი საკანონმდებლო რეგულაციის ავტორი/თანაავტორი და ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის  პროექტის თანაავტორი. უკანასკნელ წლებში უჩა ზაქაშვილი პრაქტიკულ საქმიანობას ახორცელებს სამშენებლო სფეროში მოღვაწე ავსტრიულ ჰოლდინგში და სხვა ქართულ სამშენებლო კომპანიებში. ასევე, იგი უძღვება სამშენებლო სამართლის სასწავლო კურსს ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (გაუ) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა).

 

სასწავლო პროცესი

სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა. სწავლა დაიწყება 2017 წლის 20 ნოემბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათობით და ოთხშაბათობით 19:30-დან 21:30 საათამდე.

კურსის მოცულობა: 16 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (khatia.gogilashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 14 ნოემბერი.

საბუთების მიღების შემდეგ, 16 ნოემბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

 

სწავლის საფასური: 450 ლარი

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება:

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:  დადებითი შეფასება

 

მონაწილეები: 

 1. შეძლებენ სწორად დაგეგმონ დეველოპერულ კომპანიებთან ურთიერთობა, რათა უზრუნველყონ ხელშეკრულების სწორად შედგენა მშენებარე კორპუსებში უძრავი ქონების შეძენისას, ხოლო დეველოპერებს და მათ იურისტებს სწორად დაგეგმონ მშენებლობის პროცესი, შეარჩიონ ინვესტიციებისთვის ის ტერიტორია, რომელზეც მაქსიმალური განაშენიანებაა შესაძლებელი და დასრულებული მშენებლობა ჩააბარონ ექსპლუატაციაში.
2.  გაიაზრონ, როგორ დავიცვათ თავი მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოებისგან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ან/და აღსრულების პროცესში. განიხილონ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების სპეციფიკა და განსხვავება სხვა ადმინისტრაციული წარმოებებისგან, მათ შორის, ის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა. 
3. გაანალიზებენ დარღვევის გამოსწორების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. გაიაზრებენ მომიჯნავე მშენებლობების უარყოფითი გავლენის შემთხვევაში, სასამართლო საქმისწარმოების საკითხებსა და თავდაცვის საკანონმდებლო მექანიზმებს
4. გაანალიზებენ მშენებლობადასრულებული შენობების ექსპლუატაციაში ჩაბარების მნიშვნელობას, ექსპლუატაციაში ჩაუბარებელ შენობაში უძრავი ქონების შეძენის ან/და ფლობის რისკებს. 

 

ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ტრენინგის მონაწილე–ადვოკატებს მიენიჭებათ სავალდებულო 12 კრედიტი.

 

საკონტაქტო პირი: ხატია გოგილაშვილი

მის: მარი ბროსეს 1, მეორე სართული, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: khatia.gogilashvili@gipa.ge

მობ: +995595797252