ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

პიარი

პიარი

ჯიპა გთავაზობთ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მოდელზე შექმნილ სასერტიფიკატო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯმენტში.

კურსი გათვლილია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის, მათთვის ვინც გეგმავს ამ სფეროში მუშაობის დაწყებას. ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და აქვთ სურვილი გაეცნონ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, კვლევისა და კომუნიკაციის საფუძვლებს.

კურსის ლექციები ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რათა კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.  

საგნები:

  1. საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა (ელდარ პირმისაშვილი);
  2. კოროპორაციული ღონისძიებების მენეჯმენტი (თორნიკე გურული, ნათია მეტრეველი);
  3. მარკეტინგი (გია ბარკალაია, დავით კაკიაშვილი);
  4. პროექტების მენეჯმენტი (ნინო შოშიტაიშვილი);
  5. პრეზენტაციის უნარები (ეკა ჯოჯუა, მაკო ჯაოშვილი);
  6. პიარის ისტორია (პაატა ჩახნაშვილი);
  7. კომუნიკაციის ფსიქოლოგია (ზურაბ მხეიძე);
  8. ეფექტური ონლაინ კომუნიკაცია (სანდრო ასათიანი);
  9. კვლევის მეთოდები (ნინელი იშხნელი, დავით სიჭინავა);
  10. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (ჯაბა ბოკუჩავა).

საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა (ელდარ პირმისაშვილი)

კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობაში  პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზეა  ორიენტირებული. სტუდენტები  საზოგადოებასთან ურთიერთობის   საფუძვლებს , მოკლე ისტორიას, მისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს შეისწავლიან და პრაქტიკული ნიმუშების მაგალითზე  საზოგადოებასთან ურთიერთობის  მნიშვნელობას, მის როლსა და სტრუქტურულ ელემენტებს, ასევე, პიარ კამპანიის დაგეგმვისა და მართვის საფუძვლებს გაეცნობიან. 

კოროპორაციული ღონისძიებების მენეჯმენტი (თორნიკე გურული)

ღონისძიების  მართვის კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტი შეისწავლის ღონისძიების დაგეგმვისა და მართვის მთელ ციკლს, რომელიც მოიცავს საკითხის (ღონისძიების) იდენტიფიცირება-გაანალიზებას, ეფექტურ დაგეგმარებას, კოორდინაციას და კონტროლს. კურსი დაეხმარება მსმენელებს ღონისძიების დაგეგმვის და მართვის ეფექტური უნარების გამომუშავებასა და განვითარებაში.

მარკეტინგი (გია ბარკალაიადავით კაკიაშვილი)

მოდული - მარკეტინგის პრინციპებსა და რეკლამის ფუნქიებს მოიცავს. იგი სტუდენტებს რეკლამის თეორიებს, მისი ჩამოყალიბების გზებს გააცნობს. ისინი მარკეტინგისა და რეკლამისათვის კვლევის მნიშვნელობასაც შეიწავლიან. კურსის განმავლობაში სტუდენტებს კრეატიული აზროვნება განუვითარდებათ - რაშიც მათ ის პრაქტიკული დავალებები დაეხმარებათ, რომლებსაც კურსის განმავლობაში შეასრულებენ.

პროექტების მენეჯმენტი (ნინო შოშიტაიშვილი)

კურსი დაეხმარება მსმენელებს, გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება რთულ, სწრაფად ცვალდებად გარემოში პროექტების წარმატებით განხორციელებას. ზოგადი პროექტების მართვისგან განსხვავებით, პროექტების მართვა მედიის სფეროში სპეციფიკურია, გარემოს მაღალი დინამიკიდან გამომდინარე.

კომუნიკაციის ფსიქოლოგია (ზურაბ მხეიძე) 

კურსის მიზანია კომუნიკაციის როგორც პროცესის გაგება და გააზრება,  კურსის განმავლობაში  განიხილება კომუნიკაციის სტრუქტურული კომპონენტები და მათი მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში;  გაანალიზებული იქნება მედიის - როგორც კომუნიკატორის როლი საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში . ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოებას, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის თავისებურებები.  

ეფექტური ონლაინკომუნიკაცია (სანდრო ასათიანი)

კურსის მსვლელობისას სტუდენტები შეისწავლიან ელექტრონულ მედიასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეისწავლიან უახლეს ინტერნეტტექნოლოგიებს, რომელებიც დაეხმარება მათ ვირუსული PR კამპანიის წარმოებისას.

კვლევის მეთოდები (ნინელი იშხნელი, დავით სიჭინავა)

მოცემული კურსი წარმოადგენს სხვადასხვა კვლევითი მეთოდის, მათი დანიშნულების, ასევე მარკეტინგული კვლევის ანალიზის მიმოხილვის  თეორიულ და  პრაქტიკულ კურსს, რომელიც აგებულია ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის, კვლევით ბაზარზე არსებული ძირითადი სამომხმარებლო მოთხოვნების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის აქტუალური მარკეტინგული ამოცანების გათვალისწინებით.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (ჯაბა ბოკუჩავა)

კურსი მოიცავს სხვა და სხვა სახის მარკეტინგული კომუნიკაციების მიმოხილვას, მარკეტინგული გეგმისა და ბიუჯეტის შედგენას. სწავლების განმავლობაში, სტუდენტები შეეხებიან ბრენდინგს, სარეკლამო კონტენტის გენერირებას და ტარგეტირებას, შეისწავლიან ბაზრის მახასიათებლებსა და მარკეტინგული აქტივობების სხვა და სხვა სტრატეგიებს.  

ლექციები ჩატარდება 14 აპრილიდან 3 თვის (კვირაში 3-ჯერ 18:30 საათიდან 21:30 საათამდე) განმავლობაში.

კურსის საფასური:

1300 ლარი, (გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად) პირველი ეტაპის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.

მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 11.04.2014

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. მსურველთა რეგისტრაცია, შეზღუდული ადგილების გამო, მოხდება სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯიპა - ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო
ტელ: (+995) 32 2497501; 599250100
ელ-ფოსტა: jaba@gipa.ge