ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

ადმინისტრაცია და ლექტორები

ადმინისტრაცია და ლექტორები

მიხეილ ჩაჩხუნაშვილი - კვლევის დეპარტამენტის დირექტორი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი უცხოურ რეფერირებად ჟურნალებში. მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში როგორც ფიზიკოსი და ბუნების დამცველი. გაიარა სტაჟირება დანიაში, ნილს ბორის ინსტიტუტში და აშშ-ში ვირჯინიის ელექტრონულ ამაჩქარებელსა და სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

1995 წლიდან მუშაობდა საერთაშორისო ენერგეტიკული ცენტრის "ენეკოს" აღმასრულებელ დირექტორად, აწარმოებდა კვლევებს ბუნების დაცვისა და ალტერნატიული ენერიის წყაროების გამოყენების სფეროში. 

ათი წლის განმავლობაში, დღიდან ჩამოყალიბებისა მუშაობდა ფონდ "ღია საზოგადოება_საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომში აღმასრულებელ დირექტორად.1998 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში.

2006-08 წლებში იყო ნიდერლანდების საქველმოქმედო ფონდ "კორდეიდის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 

წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სარეფორმო პროგრამების შექმნასა და დანერგვაში განათლების, მეცნიერების,  ჯანდაცვის მიმართულებით.  მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის და სამართლის უზენაესობის ანტიკორუფციული პროგრამის შექმნასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე. 

2010-11 წლებში იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

 

ნათია ჭიღვარია - სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის და სამართლის სპეციალობებით. სხვადასხვა დროს კითხულობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ზოგად და დარგობრივ კურსს, ინგლისური ენის გრამატიკის კურსს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლიდან მუშაობდა ეუთოს მისიის საერთაშორისო დამკვირვებლის თარჯიმან/ასისტენტად არჩევნების განმავლობაში. პარალელურად გახლდათ ფონდ "ქართული დიასპორა ჰოლანდიაში" მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების კონსულტანტი. 2006 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სხვადასხვა პოზიციებზე. კითხულობს ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს როგორც სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები ამერიკულ ლიტერატურაში.

 

ლექტორები

ეთერ ღვინერია - პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი_თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ექსპერტი. სხვადასხვა დროს ამ მიმართულებით მუშობდა საქართველოს პარლამენტში_ განათლებისა და მეცნიერების კომისიაში, ტასისის ევროპის გადამზადების ცენტრში. არის საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრის პრეზიდენტი, მუშაობს ფონდ "ღია საზოგადოება _საქართველოში" რეგიონალურ დირექტორად, არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. კითხულობს სალექციო კურსს სწავლების თანამედროვე მეთოდებში. 

თინა ზურაბიშვილი - სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი_ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მედია კვლევების მაგისტრი_ნიუ იორკის ახალი სკოლის უნივერსიტეტი; სოციოლოგიის მაგისტრი_მანჩესტერის უნივერსიტეტი; საერთაშორისო ჟურნალისტიკის მაგისტრი_მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა; არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშობდა ევრაზიის ფონდში, UNDP-ში, თავისუფლების ინსტიტუტში, გახლდათ მრჩეველი პრეზიდენტის რეგიონალური ადმინისტრაციის საერთაშორისო ბიუროში. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგებში. კითხულობს სალექციო კურსს კვლევის მეთოდებში. 

კენდრა ოლბრაიტი - სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კომუნიკაციების დარგში; სხვადასხვა დროს მუშაობდა შეფილდისა და ტენესის უნივერსიტეტებში, გახლდათ ჯანდაცვის ინფორმაციის მენეჯმენტის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ჯანდაცვის საერთაშორისო პროგრამის დირექტორი. აწარმოებდა კვლევებს სოციალურ და კულტურის სფეროებში, საინფორმაციო ეთიკისა და სოციალური სამართლიანობის მიმართულებით. კითხულობს სალექციო კურსებს კვლევის მეთოდებში, საინფორმაციო მეცნიერებების თეორიებში, საინფორმაციო ეკონომიკასა და პოლიტიკაში, ბიზნესის ეთიკაში. აქვს მუშობის დიდი გამოცდილება როგორც სახელმწიფო ასევე კერძო  სექტორში.