ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

მისია

მისია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მისიაა საქართველოში უმაღლესი აკადემიური და პროფესიონალური სტანდარტების დამკვიდრება. გამომდინარე იმ პროფესიული სფეროებიდან, რომლებშიც GIPA საგანმანათლებლო და სხვა სახის პროგრამებს ახორციელებს და მრავალწლიანი გამოცდილებიდან, გამომდინარე ჩამოყალიბებული ტრადიციებიდან და ნოვატორული მისწრაფებებიდან, რაც GIPA-ს გამორჩეული მახასიათებელია, უნივერსიტეტის მიზანია, დაამკვიდროს საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და აკადემიური კვლევის ისეთი დონე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, პროფესიული ეთიკის დამყარებას და საქართველოს ევროპულ სამყაროში ინტეგრაციას.

არსებობის 20 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

ჩვენი საგანმანათლებლო და სერტიფიცირებული პროგრამები სრულად პასუხობს თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი და საგამომცემლო მუშაობა საზოგადოებისათვის მწვავე საკითხებზე  ექსპერტული პოზიციის დაფიქსირების და საჯარო დისკუსიისა და დებატების საშუალებას იძლევა.

GIPA არის:

პროგრესისა და თანამედროვე მიღწევების, სიახლეების შემომტანი და განმახორციელებელი - ის გამოირჩევა პროგრესულობით, სიახლეების დანერგვით, წინ უსწრებს ქვეყანაში არსებულ მიდგომებსა და ტენდენციებს.

დასავლური განათლების, კულტურისა და ღირებულებების ცენტრი - ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური განათლების, კულტურისა და ღირებულებების დანერგვაში, რაც გულისხმობს: თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას, სტაბილურად მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას, სტუდენტებისათვის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებასა და საჭირო ცოდნის გადაცემას.

ქვეყნის პროგრესული განვითარების მნიშვნელოვანი საყრდენი - ა) ის ფლობს ღირებულ საექსპერტო ცოდნასა და კომპეტენციას და ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, რის გამოც მასთან თანამშრომლობა ღირებულია როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის; ბ) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქმდებიან წამყვან პოზიციებზე და ხელს უწყობენ ქვეყანაში პროგრესული იდეების, მიდგომებისა და ტენდენციების განვითარებას.