ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

ჯუნიორ მედია არტისტის სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ მედია არტისტის სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ მედია არტისტის სასერტიფიკატო პროგრამა

 პროფესიის განსაზღვრაზე ორიენტირებული საკვირაო სკოლა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას ჯუნიორ მედია არტისტის სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ მრავალმილიარდიანი სარეკლამო ინდუსტრიის არსს და სპეციფიკას.

ჯუნიორ მედია არტისტი ამავდროულად ხდება GIPA-ს არტ ფაბრიკის წევრი, რაც მას აძლევს საშუალებას დაესწროს მისთვის სასურველ ლექციებს მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე.

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს სარეკლამო კამპანიის წარმოების პრინციპები.

სალექციო კურსები შემუშავებულია GIPA-ს წამყვანი ლექტორების, ადგილობრივი და საერთაშორისო სარეკლამო  სააგენტოების კრეატიული და არტ დირექტორების, კოპირაიტერების, დიზაინერების, ბრენდ კონსულტანტების, ინტერაქტიული მედია დიზაინერების და არტისტების მიერ.

 პროგრამა შედგება შემდეგი თემებისგან:

  • ყველაფერი რეკლამის და კრეატივის შესახებ
  • რეკლამა და პერსონალური  პროექტები 
  • კრეატიული სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქცია 
  • მარკეტინგი და ბრენდინგი 
  • როგორ იქმნება რეკლამა? რეალური პროექტის განხილვა - კრეატიული დირექტორი და არტ დირექტორი 
  • როგორ იქმნება რეკლამა? რეალური პროექტის განხილვა - არტ დირექტორი და კოპირაიტერი  
  • როგორ იქმნება რეკლამა? - კრეატიული დირექტორი  და გადამღები ჯგუფი 
  • დიზაინი - როგორ იქცა შემოქმედება კომერციად 
  • ინტერაქტიული მედია - Web, App, Games
  • ინტერაქტიული მედია - ინსტალაცია, პროექცია 
  • სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა 
  • პერსონალური განვითარება: გახდი შენი მომავლის არქიტექტორი


მასტერკლასები ჩატარდება კვირას, GIPA-ს შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 14:00-დან 18:00-საათამდე (2 თემა), ჩაის შესვენებით

მიღების წინაპირობა: გასაუბრება მიმღებ კომისიასთან 

პროგრამის ღირებულება - 690 ლარი

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, გაიცემა ჯიპას ორენოვანი, ჯუნიორ მედია არტისტის სერტიფიკატი.   

პროგრამის კურსდამთავრებულები გახდებიან GIPA ART FACTORY-ის წევრი. არტ ფაბრიკის წევრებს ერთი წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ დაესწრონ მათთვის საინტერესო 3 ლექციას GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში.

 

საკონტაქტო პირი

ხათუნა ბოლქვაძე - კურსის ავტორი

@:  khatuna.bolkvadze@gipa.ge

M: +995 599571812

FB: https://www.facebook.com/gipa.ge/

www: https://goo.gl/oxdrQo

 

იხილეთ მსგავსი სასერტიფიკატო პროგრამები IX - XII კლასის მოსწავლეებისთვის:

ჯუნიორ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ დიპლომატთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ ჟურნალისტთა სასერტიფიკატო პროგრამა