ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული კურსებისხვა კურსებისასერტიფიკატო პროგრამები ჯუნიორებისთვისდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

ჯუნიორ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

 პროფესიის განსაზღვრაზე ორიენტირებული საკვირაო სკოლა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას ჯუნიორ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ მენეჯერის პროფესიას ან შეაღონ კარები ბიზნესის უსაზღვრო სამყაროში.

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს ბიზნესის ფუნქციონირებისა და კეთების ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

სალექციო კურსები შემუშავებულია GIPA-ს წამყვანი ლექტორების, მოწვეული მენეჯერებისა და ბიზნესმენების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

  • ბიზნესის ფილოსოფია: დღევანდელი კვერცხი ჯობია თუ ხვალინდელი ქათამი
  • Team Building: ერთი ყველასათვის თუ ყველა ერთისათვის  
  • სწავლის სწავლა, დროისა და თვითმენეჯმენტი
  • სახელმწიფო თუ ბიზნესი: ვინ ვის?
  • ეკონომიკა, როგორც ალტერნატივა: მარჯვნივ თუ მარცხნივ?
  • მარკეტინგი: ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე
  • ვიზიტი: სასტუმროების ბიზნესი - სასტუმროს ვარსკვლავი თუ ასტრონომია
  • ორგანიზაციების მენეჯმენტი - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის
  • საბანკო ბიზნესი: რა ღირს ფული?
  • ვიზიტი: კვების პროდუქტების წარმოება 
  • დასაქმების ბაზარი: შესაძლებლობები, რომელიც უსაზღვროა
  • ღონისძიებების მენეჯმენტი - შოუ გრძელდება
  • ვიზიტი ჰოლდინგურ კომპანიაში 
  • ბრენდინგი - Be a Brand, Not a Label
  • კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი: აი ასე მზადდება თქვენთვის ...
  • შოუ ბიზნესი - Abby Road-დან Moulin Rouge-მდე
  • საგამომცემლო საქმე - წიგნით გამდიდირება! 
  • ვიზიტი: სწრაფი კვების ბიზნესი - Fats, fast, fast!
  • მაგიდის ეტიკეტი და ქცევის ნორმები 
  • პერსონალური განვითარება - გახდი შენი მომავლის არქიტექტორი

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მოინახულებენ წარმატებულ ქართულ კომპანიებს და ადგილზე გაეცნობიან ბინზესის მუშაობის პრინციპებს.

მასტერკლასები ჩატარდება კვირას, GIPA-ს შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 14:00-დან 18:00 საათამდე (2 თემა), ჩაის შესვენებით

მიღების წინაპირობა: გასაუბრება მიმღებ კომისიასთან 

პროგრამის ღირებულება - 690 ლარი

 

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები

1. GIPA – ს ჯუნიორ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში – 10%

3. პროგრამის ახალ მონაწილეზე გაწეული რეკომენდაციისთვის – 10%

 

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ჯიპას ჯუნიორ მენეჯერის სერტიფიკატი.   

საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, უფროსკლასელმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ნოემბერი. სწავლა დაიწყება კვირას, 13 ნოემბერს და გაგრძელდება 2017 წლის 22 იანვრამდე.

 

საკონტაქტო პირი

ხათუნა ბოლქვაძე - კურსის ავტორი

@:  khatuna.bolkvadze@gipa.ge

M: +995 599571812

FB: https://www.facebook.com/gipa.ge/

www: https://goo.gl/oxdrQo