ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

ჯუნიორ ჟურნალისტთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ ჟურნალისტთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ ჟურნალისთა სასერტიფიკატო პროგრამა

 პროფესიის განსაზღვრაზე ორიენტირებული საკვირაო სკოლა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებენ მიღებას ჯუნიორ ჟურნალისთა სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ ჟურნალისტის პროფესიას ან შეაღონ კარები ჟურნალისტიკის უსაზღვრო სამყაროში.

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

სალექციო კურსები შემუშავებულია GIPA-ს წამყვანი ლექტორების, მოწვეული ჟურნალისტების და ფოტოხელოვანების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

 პროგრამა შედგება შემდეგი თემებისგან:

  • როგორ მუშაობს მედია?!
  • წერა აზროვნებისთვის
  • ესსე თვითგამოხატვისთვის
  • როგორ იქმნება ახალი ამბავი
  • სად ვიპოვოთ ინსპირაცია წერისთვის
  • როგორ მუშაობს რედაქცია
  • ფირიდან ციფრულ ფოტოგრაფიამდე
  • ვშლით და ვაწყობთ ფოტოკამერას
  • ფოტოგადაღებები სტუდიაში
  • ვეძებთ ფოტოამბავს ქუჩაში
  • მობილური ფოტოგრაფია – ვიღებთ ტელეფონით
  • პრეზიდენტის ფოტოგრაფი
  • ON AIR როგორ მუშაობს რადიო?!
  • REC – ვიღებთ ვიდეოს
  • მონტაჟი: რას? როგორ?
  • როგორ მუშაობს ჟურნალისტი
  • როგორ იქმნება სატელევიზიო გადაცემა
  • ალტერნატიული სივრცე, ონლაინ ტელევიზია „არტ არეა“
  • მობილური ჟურნალისტიკა, პროგრამები
  • სოციალური ქსელები

 

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ეწვევიან რადიო „იმედს“, ფოტოსტუდიას, ტელევიზიებს და ადგილზე გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს.

მასტერკლასები ჩატარდება კვირას, GIPA-ს შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 14:00-დან 18:00 საათამდე, ჩაის შესვენებით

მიღების წინაპირობა: გასაუბრება მიმღებ კომისიასთან 

პროგრამის ღირებულება: 690 ლარი

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ჯიპას ორენოვანი, ჯუნიორ ჟურნალისტის სერტიფიკატი.   

 

საკონტაქტო პირი

ხათუნა ბოლქვაძე - კურსის ავტორი

@:  khatuna.bolkvadze@gipa.ge

M: +995 599571812

FB: https://www.facebook.com/gipa.ge/

www: https://goo.gl/oxdrQo

 

იხილეთ მსგავსი სასერტიფიკატო პროგრამები IX - XII კლასის მოსწავლეებისთვის:

ჯუნიორ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ დიპლომატთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ მედია არტისტის სასერტიფიკატო პროგრამა