ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

ჯუნიორ დიპლომატთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ დიპლომატთა სასერტიფიკატო პროგრამა

ჯუნიორ დიპლომატთა სასერტიფიკატო პროგრამა

პროფესიის განსაზღვრაზე ორიენტირებული საკვირაო სკოლა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას ჯუნიორ დიპლომატთა სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ დიპლომატის პროფესიას ან შეაღონ კარები დიპლომატიის უსაზღვრო სამყაროში.

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს დიპლომატიის ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

სალექციო კურსები შემუშავებულია GIPA-ს წამყვანი ლექტორების, მოწვეული დიპლომატებისა და ექსპერტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

 პროგრამა შედგება შემდეგი თემებისგან:

  • Team Building: ერთი ყველასათვის თუ ყველა ერთისათვის  
  • კომუნიკაცია: ამ ნიშნის ქვეშ გაიმარჯვებ  
  • საერთაშორისო ორგანიზაციები - არის თუ არა მაპი აიფონივით აუცილებელი
  • დიპლომატია - ფროიდიდან კოლუმბამდე
  • ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში 
  • შეთქმულების თეორიები - მართავენ თუ არა მასონები გალაქტიკას
  • ომის ხელოვნება და სტრატეგია - წესებით ბრძოლა თუ გამარჯვება ყველა შესაძლო გზით
  • დაზვერვა - ჭირდება თუ არაა თანამედროვე სახელმწიფოებს აგენტი 007? 
  • ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაციაში - NATO/OTAN
  • დიპლომატია და მედია - Big brother is watching you
  • დიპლომატიის ენა - შეშფოთება და აღშფოთება
  • საერთაშორისო პროტოკოლი - სახელმწიფო დროშა მარჯვნივ, თუ მარცხნივ? 
  • კიბერუსაფრთხოება - არის თუ არა კომპიუტერი 21-ე საუკუნის ბირთვული იარაღი
  • ეროვნული ინტერესი - ენა, მამული, სარწმუნოებიდან ევროკავშირამდე, ტერიტორიული მთლიანობა და კეთილდღეობამდე 
  • ვიზიტი საელჩოში 
  • ტერორიზმი - დანაშაული თუ გმირობა? 
  • კრიზისების მენეჯმენტი - აგვისტოს ომი და როდის იყო ყველაზე რეალური მსოფლიო ბირთვული ომი
  • კონფლიქტები, თუ დიპლომატიური კომპრომისი 
  • მაგიდის ეტიკეტი და ქცევის ნორმები 
  • პერსონალური განვითარება: გახდი შენი მომავლის არქიტექტორი

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მოინახულებენ საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს და ადგილზე გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს.

მასტერკლასები ჩატარდება კვირას, GIPA-ს შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 14:00-დან 18:00 საათამდე (2 თემა), ჩაის შესვენებით

მიღების წინაპირობა: გასაუბრება მიმღებ კომისიასთან 

პროგრამის ღირებულება - 690 ლარი

 

პროგრამაზე გათვალისწინებული შემდეგი სახის ფასდაკლებები

1. GIPA – ს ჯუნიორ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში – 10%

3. პროგრამის ახალ მონაწილეზე გაწეული რეკომენდაციისთვის – 10%

 

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ჯიპას ჯუნიორ დიპლომატის სერტიფიკატი.   

საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, უფროსკლასელმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ნოემბერი. სწავლა დაიწყება კვირას, 13 ნოემბერს და გაგრძელდება 2017 წლის 23 იანვრამდე.

 

საკონტაქტო პირი:

ხათუნა ბოლქვაძე - კურსის ავტორი

@:  khatuna.bolkvadze@gipa.ge

M: +995 599571812

FB: https://www.facebook.com/gipa.ge/

www: https://goo.gl/oxdrQo