ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

ისტორია

ისტორია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 1994 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის ოთხი სკოლა გთავაზობთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებს, ასევე ტრენინგ კურსებს საზოგადოებრივი საქმეების, ადგილობრივი მმართველობის, ჟურნალისტიკის და სამართლის განხრით, ისევე როგორც  სადოქტორო პროგრამას სოციალურ მეცნიერებებში.

სწავლის კურიკულუმი, რომელიც ეფუძნება ლიბერალური დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების და ინოვაციის ღირებულებებს მისდევს კვლევისა და ინტერაქტიული სწავლების პრინციპებს და სტუდენტებს აწვდის თეორიულ ცოდნას, ისევე როგორც პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა სფეროში.

მისი დაარსებიდანვე GIPA-მ შემოიკრიბა წარმატებული ლიდერები ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების თუ საჯარო სამსახურის სფეროებიდან, მიზნად ისახავდა რა ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების საშუალებით წვლილი შეეტანა ეფექტური მმართველობის განვითრებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ თუ ადგილობრივ დონეზე ისევე როგორც დამოუკიდებელი და ქმედუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების გარდა ჯიპა ახორციელებს ბევრ წარმატებულ კვლევით და ტრენინგ პროექტს და მართავს საქართველოში პირველ ინგლისურენოვან, სტუდენტურ რადიო არხს - რადიო GIPA.

GIPA-ში მოქმედებს ოთხი სკოლა და ორი დეპარტამენტი:

  • მმართველობის სკოლა
  • კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა
  • სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
  • სოციალური მეცნიერებების სკოლა
  • კვლევის დეპარტამენტი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი