ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება

წვდომა მონაცემთა ბაზებზე

წვდომა მონაცემთა ბაზებზე

EBSCO წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს: სამეცნიერო გამოცემებს, მათ შორის 4,600 ჟურნალს სტატიების სრული ვერსიებით, 8,500 ჟურნალს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით შემდეგ დარგებში: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეცნიერებები, ჯანდაცვა და მედიცინა, ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ეკონომიკა, საბიბლიოთეკო საქმე და მენეჯმენტი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს წვდომა აქვს "EBSCO პაკეტზე", (s7166127)  რომელიც მოიცავს შემდეგ 11 ბაზას:

 

Academic Search ELITE მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. ბევრი ამ მასალებიდან არის ტექსტ შიგნით ძიებადი ან ფერადად დასკანირებული.  Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს.  საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განხლება ყოველთვიურად ხდება. 60 000 ვიდეოსგან შემდგარი ვიდეოკოლექცია მრავალფეროვანი შინაარსისაა. მთელს მსოფლიოში, აკადემიური ინსტიტუტები ამ მონაცემთა ბაზას იყენებენ სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს  საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს. 

Business Source ELITE - ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press - ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება.   

MasterFILE ELITE სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგანი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება.

MEDLINE: ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯან-დაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE - ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.  

Health Source: Consumer Edition + Health Source: Nursing/Academic გთავაზობთ 1000-ზე

მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ.

Library and Information Center (LISTA) შეიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50 ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ.  ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი.  EBSCO-ს სურვილია მუდმივად შემოგთავაზოთ LISTA-ზე წვდომა. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე ჰქოდეთ წვდომა. მაგალითად, იმ საგნის ტერმინებს, რომლებიც ყველაზე მეტად ასახავს სტატიის შინაარსს და იმ პუბლიკაციებს, სადაც ავტორს დაუბეჭდავს თავისი ნაშრომები.

GreenFile სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა.

ERIC (the Education Resource Information Center) გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education დ ა Resources in Education Index.  მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე.

Newspaper Source გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR დ ა სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს.

Regional Business News არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ბაზებთან დასაკავშირებლად გთხოვ, გამოიყენოთ შემდგომი მონაცემები:

Link: search.ebscohost.com

საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტს რომელი წლიდან??? აქვს წვდომა JSTOR-ის სამეცნიერო ჩანაწერების არქივზე, რომელიც მოიცავს ჟურნალებს, წიგნებს და პირველად წყაროებს, სადაც შესაძლებელია ტექსტის, ციტირებების, ან  საჭირო ინფორმაციის მოძიება ჟურნალის სათაურის ან თემატიკის მიხედვით. მოქნილი საძიებო სისტემის გამო 2013 წელს JSTOR საუკეთესო მონაცემთა ბაზად დასახელდა.