ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
19.10.2017 |

კონფლიქტების მართვა

კონფლიქტების მართვა

კონფლიქტების მართვა

პროექტის შინაარსი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS/EPPER“-ის ფინანსური მხარდაჭერით,  „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ს  ფარგლებში  აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.

კურსი  მიზანია საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კონფლიქტების არსის შესახებ, კავკასიაში არსებული კონფლიქტების და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის მიმოხილვას. კურსი დაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც პირველი ნაწილი დაეთმობა ლექცია-სემინარებს  ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და ყარაბაღის კონფლიქტები შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა კონფლიქტების პრაქტიკულ უნარებს კერძოდ, მოლაპარაკებების ტექნიკებს, როლურ თამაშებსა და მოლაპარაკებების სიმულაციებს.

პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული პრაქტიკოსები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და უშუალოდ ამ კონფლიქტების მენეჯმენტში ჩართული ექსერტები.

 

 


პროგრამის ხანგრძლივობა:  12 ლექცია
დღესამშაბათი/პარასკევი
ხანგრძლივობა:  ორი საათი
პროგრამის დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი

ლექციების ჩატარების დრო: 17:00
ლექციების ჩატარების ადგილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლა. მის: ბროსეს ქ. 1
სწავლების ენა:  ქართული

პროგრამაზე სწავლება არის უფასო და სრულად დაფინაანსებლია HEKS/EPPER“-ის მიერ.

 

პროგრამის სამიზნე აუდიტორია

პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ   საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სტუდენტებს, თუმცა, ასევე, განვიხილავთ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისგან წარმოდგენილ განაცხადებს.

 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა ჯიპას, საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS/EPPER“-ის და  „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობაა 80%-იანი დასწრება და აქტიურობა, საუკეთესო მონაწილეებს გადაეცემათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

რეგისტრაცია  

 დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე: conflictcourse@gipa.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  27 ოქტომბერი

 

საკონტაქტო პირი:

როდამი ცომაია
მობ: + 995 577 482444;

ელიკო ბენდელიანი
მობ:+995 555 525959

 
მეილი:  conflictcourse@gipa.ge

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი