ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
05.04.2017 |

რადიო GIPA-ს ახალი პროექტი ლევან გიგინეიშვილთან ერთად

რადიო GIPA-ს ახალი პროექტი ლევან გიგინეიშვილთან ერთად

რადიო GIPA-ს ახალი პროექტი ლევან გიგინეიშვილთან ერთად

რადიო GIPA-ს ახალი პროექტი ლევან გიგინეიშვილთან ერთად

 6 აპრილიდან  რადიო GIPA FM 94.3 ახალ პროექტს იწყებს. აუდიო და ვიდეო ლექციების სერიას  ევროპულ ცივილიზაციაზე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან გიგინეიშვილი გაუძღვება .

რადიო GIPA  სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ თემებზე პროგრამების მომზადებით ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხიმგებლობის გაძლიერებას. პროექტის მიზანია მსმენელებს სიღრმისეულად გავუზიაროთ დასავლური ცივილიზაცის არსი და მისი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარების კონტექსტში, თუ რისკენ მივისწრაფით და რატომ არის ის ჩვენი ისტორიული არჩევანი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  სტუდენტები.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

ლექციების მოსმენას შეძლებთ რადიო GIPA-ს ეთერში, FM 94.3 - ზე, ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 6 საათზე და ინტერნეტში http://www.radiogipa.ge/ ასევე,  მობილურ ტელეფონში შეგიძლიათ მოძებნოთ Radio GIPA და ჩამოტვირთოთ რადიოს iOs და Android აპლიკაცია.

ლექციების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები აიტვირთება რადიო GIPA-ს ფეისბუქის გვერდზე .

რადიო GIPA FM 94.3 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან არსებული ორენოვანი მედია პლატფორმაა, რომელიც  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. 

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი