ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია  ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
20.03.2017 |

GIPA-ს სტუდენტის ინტერვიუ

GIPA-ს სტუდენტის ინტერვიუ

GIPA-ს სტუდენტის ინტერვიუ

მრავალფეროვანი სტუდენტური აქტივობები, სწავლის მაღალი ხარისხი, შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების შესაძლებლობა და წარმატებული ლექტორები – ეს, ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპას), სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მეორე კურსის სტუდენტი, სალი სამსონია თვლის, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა, როცა ჩაბარება ჯიპას უნივერსიტეტში გადაწყვიტა.

სალი სამსონია: აბიტურიენტობის დროს, უნივერსიტეტის არჩევისას ყურადღებას ვაქცევდი, თუ რომელი ლექტორები კითხულობნენ ლექციებს. პირველი შთაბეჭდილება “ჯიპამ” სწორედ ამ მხრივ მოახდინა. როცა ვნახე, ლექციებს ლევან ბერძენიშვილი, ზაზა აბაშიძე და სხვა, ისეთი ლექტორები კითხულობნენ, რომლებიც ძალიან წარმატებულები და ცნობილები იყვნენ, ამან ძალიან მიმიზიდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ „ჯიპას“ კურსდამთავრებული სტუდენტები გარკვეული პლიუსებით სარგებლობენ, სამსახურის დაწყების თვალსაზრისით, რადგან, უნივერსიტეტს სახელი და ნდობა აქვს.

ჩაბარების შემდგომი შთაბეჭდილებები როგორი იყო, გაამართლა ის მოლოდინი, რომელიც გქონდათ?

ს.მ. შთაბეჭდილებები იმაზე უკეთესი მაქვს, ვიდრე წარმომედგინა. ზოგადად, იმდენად შინაურული გარემოა, რომ სახლიდან გამოსვლისას ყოველთვის მგონია, რომ მეორე სახლში მოვდივარ. ეს ყველაფერი იმ ურთიერთობის დამსახურებაა, რომელიც ლექტორებს, ადმინისტრაციის წამომადგენლებსა და დეკანს აქვთ სტუდენტებთან. ჩვენ, მათთან დისტანციას არ ვგრძნობთ. თავისუფლად შეგვიძლია, მივიდეთ ნებისმიერ საკითხის გასაგებად, მოსაგვარებლად და ზუსტად ვიცით, რომ დაგვეხმარებიან.

სასწავლო პროცესი მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტზე. ლექციები ძირითადად დღის პირველ ნახევარში გვაქვს და 2, 3 საათის მერე პრაქტიკულად თავისუფლები ვართ, ანუ დრო ყველფრისთვის გვრჩება. არც იმდენად დატვირთულები ვართ, მთელი დღე ლექციების მომზადებას ვუნდებოდეთ. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში პარალელეურად შეგვიძლია ვიმუშაოთ.

ამასთან, უნივერსიტეტს ცალკე აქვს, ორი და სამთვიანი კურსები, რომლის გასვლის შემთხვევაშიც სერთიფიკატები გაიცემა. რაც კიდევ ერთ პლიუს გვმატებს, რადგან საშუალება გვეძლევა, თეორიულ სწავლასთან ერთად პრაქტიული გამოცდილება მივიღოთ, რასაც დღეს ძალიან დიდ მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

რას გვეტყვი, “ჯიპას” სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

ს.მ. აქტივობები ძალიან მრავალფეროვანია. მაგალითად, ყოველწლიურად “ჯიპა” გუდაურში სათხილამურო ტურნირს ატარებს, რომელშიც სტუდენტთა ძალიან დიდი ნაწილი ერთვება. ამასთან, “ჯიპას” ჰყავს ფეხბურთისა და რაგბის გუნდები, რომლებიც სტუდენტურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ.

გარდა სპორტული აქტივობებისა, ხშირად ტარდება საჯარო ლექციები და საქველმოქმედო აქციები. ბოლოს მსგავსი აქცია მზიურის პარკში გვქონდა, სადაც სტუდენტების მიერ გაკეთებული სუვენირები, საჭმელები და სხვადასხვა ტიპის ნივთები გავყიდეთ. აღებული თანხა კი ერთ-ერთ ბავშვთა სახლს გადავეცით.

უნივერსიტეტის წლიური გადასახადი სახელმწიფო სასაწავლებლებთან შედარებით მაღალია. თუ აქვს “ჯიპას” შიდა დაფინანსება და რა პრინციპით ხდება სტუდენტთა შერჩევა?

ს.მ. გეთანხმებით, “ჯიპაში” სწავლის გადასახადი 5 000 ლარია, რაც დამეთანხმებით, ცოტა არ არის, მაგრამ თუკი სურვილი გაქვს, შეგიძლია, შიდა დაფინანსება მოიპოვო.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს 3.5-ზე მაღალი ჯი-პი-ეი აქვს, რეიტინგში პირველ ხუთ ადამიანს უნივერსიტეტი სწავლის საფასურს უფინანსებს. პირველ ადგილზე გასულს გადასახადი 100%-ით, შემდგომ ადგილებზე გასულებს კი 70, 60, 50 და 30%-ით უფინანსდებათ. გარდა ამისა, თუ ჯი-პი-ეი არ გაქვს მაღალი, მაგრამ 2 სემესტრის განმავლობაში ყველა საგანში A (91-ზე მაღალი) შეფასება გაქვს, დაფინანსების მოპოვება მაინც შეგიძლია. გადასახადმა შესაძლოა, თავიდან ბევრი შეაშინოს, მაგრამ სტუდენტს შეუძლია, დაფინანსების მოიპოვება. ყველაფერი ჩვენს მონდომებასა და სურვილზეა დამოკიდებული.

 


რატომ უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა “ჯიპაში”, რას მიიღებენ სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებულს?

ს.მ. ახლახანს გვქონდა ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის, სადაც წახალისების მიზნით, ქოლთფლეის 2 ბილეთი გავათამაშეთ.

ჩემი გამოცილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ „ჯიპა“ არ არის ის ადგილი სადაც რუტინულად, ყოველდღიურად მიდიხარ, ლექციებს ესწრები და მოდიხარ. ეს არის ადგილი, სადაც ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ, სადაც გეხმარებიან ჩამოყალიბდე პიროვნებად.

სტუდენტთან ურთიერთობა უნვერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია. რაც ჩემთვის იმდენად დიდი სტიმულია, რომ უნივერსიტეტში სიარული უბრალოდ ბედნიერებას მანიჭებს.

“ჯიპა” არის უნივერსიტეტი, რომელიც გვაძლევს შანს, მივიღოთ მაქსიმუმი. ვისწავლოთ, ვიყოთ სპორტით და სხვა სახის აქტივობებით დაკავებულნი, გავიაროთ პრაქტიკები და ჩვენი ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ცხოვრებაში.

ამიტომ ვთვლი, რომ “ჯიპაში” ჩაბარება, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და თამამად შემიძლია, სხვებსაც ვურჩიო.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი