ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია  ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
25.01.2017 |

მაინე პიეტრ ვან დაიკი (MSM) GIPA-ში

მაინე პიეტრ ვან დაიკი (MSM) GIPA-ში

მაინე პიეტრ ვან დაიკი (MSM) GIPA-ში

ჰოლანდიის მთვარობის (NFP) მხარდაჭერით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), როგორც მეწარმეობრივი (Entrepreneurial) უნივერსტიტეტის განვითარება“. პროექტის ფარგლებში GIPA აქტიურად თანამშრომლობს ჰოლანდიურ მხარესთან - მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლასთან (MSM). პროგრამის მიზანია GIPA-ს მეწარმეობრივი (Entrepreneurial) პროფილის გაძლიერება და ამასთანავე მეწარმეობის განვითარება/გაზრდა მიკრო, საშუალო და მცირე ბიზნესებში საქართველოში. პროექტის ფარგლებში GIPA-ს ესტუმრა პროფესორი მაინე პიეტრ ვან დაიკი, რომელმაც ჩაატარა ვორქშოფები ერთის მხრივ კვლევის მეთოდებში - სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის და მეორეს მხრივ - სწავლის თანამედროვე მეთოდებში GIPA-ს პროფესურისა და მოწვეული ლექტორებისათვის. პარტნიორობის ფარგლებში, 2017 წლის გაზაფხულზე GIPA-ში გაიმართება კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იქნება „მეწარმეობაზე (Entrepreneurship)  საქართველოში“.     

 

მაინე პიეტრ ვან დაიკი (ეკონომიკის დოქტორი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი) გახლავთ ეკონომისტი და პროფესორი წყლის სერვისების მართვის მიმართულებით UNESCO-IHE ინსტიტუტში დელფი, ჰოლანდია; პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში (MSM), მაასტრიხტი, ჰოლანდია; პროფესორი ურბანული დაგეგმარების და მართვის მიმართულებით სოციალური და ეკონომიკური ფაკულტეტის  წევრი როტერდამის უნივერსიტეტში, ჰოლანდია. ის ასევე გახლავთ შემდეგი კვლევითი სკოლების წევრი - CERES და SENSE. 1973 წლიდან მას აქვს მუშაობის გამოცდილება განვითარებად ქვეყნებში, როგორც შემდეგი ორგანიზების კონსულტანტი: აზიის განვითარების ბანკი, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, სხვადასხვა ბილატერალური დონორები და გაერთიანებული ერების სააგენტოები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.  მისი ბოლოდროინდელი წიგნები შეეხება შემდეგ თემებს: ქალაქების მართვა ეთიოპიაში (J. Fransen, Delft: Eburon, 2008); ქალაქების მართვა განვითარებად ქვეყნებში, ურბანული დაგეგმარების და მართვის თეორია და პრაქტიკა (Cheltenham: Edgar Elgar; C. Sijbesma, 2006); წყალი ინდოეთში (ნიუ დელი: მანოჰარი) და ა.შ.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი