ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
21.11.2016 |

„პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა"

„პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა"

„პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა"

საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, GIPA აცხადებს მიღებას „პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში“. პროგრამა ერთწლიანია და მისი მიზანია დაეხმაროს აქტიური პოლიტიკით დაინტერესებულ მსმენელებს შესაბამისი აკადემიური ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. კურსს გაუძღვებიან წამყვანი ქართველი ექსპერტები -  პოლიტიკის, სამართლის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, დიპლომატიის და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებებით.

 

პროგრამა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

ხუხაშვილი1) აკადემიური - რომლის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ პროფესიონალი პოლიტიკოსისთვის აუცილებელ საბაზისო აკადემიურ ცოდნას ყველა იმ მიმართულებით, რასთანაც მათ ექნებათ შეხება აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების შემთხვევაში;

2) ლაბორატორიული - რომლის ფარგლებშიც მსმენელები, მოდერატორთან (გ. ხუხაშვილი) ერთად იმუშავებენ  მიმდინარე საშინაო, საგარეო და გლობალური პოლიტიკური თემების ანალიზისა და პროგნოზირების საკითხებზე, მოვლენების განვითარების სცენარებზე. შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხებზე. პროცესი აგებული იქნება ჯგუფური და ინდივიდუალური შეჯიბრებითობის პრინციპზე, შესაბამისი წახალისებით.    

პროგრამა გამორჩეული და უნიკალურია გამომდინარე მასში ჩართული ექსპერტების მაღალი პრაქტიკული გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, გასვლითი შეხვედრებით, საზაფხულო სკოლითა და როლური/სიმულაციური სამუშაოებით. პროგრამის შინაარსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული კომპეტენციის და შეძენილი უნარების საფუძველზე შეაფასონ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოვლენები, შექმნან ინტელექტუალური პოლიტიკური კაპიტალი და მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.         

 პროგრამა შედგება 5 სასწავლო მოდულისგან:

 

1.      ეკონომიკა - გიორგი ბაქრაძე

2.      სამართალი - დავით ჯანდიერი

3.      უსაფრთხოება - ნოდარ ხარშილაძე

4.      დიპლომატია - თორნიკე შარაშენიძე

5.      პოლიტიკური PR - ინგა გრიგოლია

 

თითოეული მოდულის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:


ბაკრაძეეკონომიკა

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ძირითადი ეკონომიკური ცნებები; მოთხოვნა–მიწოდების საწყისები; სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში (ფასების კონტროლი და გადასახადები); ეროვნული შემოსავალი და მისი რეალურ და ნომინალურ გამოსახულებაში გამოთვლა; სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ინფლაცია; უმუშევრობა; ფული და მისი კავშირი ინფლაციასთან; ღია ეკონომიკა და საგადამხდელო ბალანსი; ერთობლივი მოთხოვნა მიწოდება და მაკროეკონომიკური პოლიტიკა; საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი ფუნქციები და მნიშვნელობა; გაცვლითი კურსის ფორმირება სხვადასხვა პერიოდში; დოლარიზაცია. 

 

ხარშილაძე უსაფრთხოება

 სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები, საფუძველი და სისტემა; დაანახოს მათ, სტრატეგიულ ხედვის მნიშვნელობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვისას. სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ ხდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება რეალობაში; როგორ არის მოწყობილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა; რა როლს თამაშობს ქვეყნის რესურსები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისას. კურსის ფარგლებში განხილულ იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მოწყობა დღეს და მისი განვითარების პერსპექტივები არსებული გამოწვევების, მოთხოვნილებების და რესურსების გათვალისწინებით.

 

ჯანდიერი

 სამართალი

 კურსის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები: კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები; კონსტიტუციური მოდელების გაცნობა და შედარება; საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსტიტუციით განსაზღვრული საკითხები (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა; სასამართლო ხელისუფლება); საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკები; საქართველოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო სამართალი; საერთაშორისო ხელშეკრულების ადგილი; ადამიანის უფლებების დაცვა; ადგილობრივი თვითმმართველობა; საჯარო სამსახური საქართველოში; საქართველოს ადმინისტრაციული მართვის მოდელი - ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესი.

 

შარაშენიძე

 დიპლომატია

 კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან დიპლომატიას პრაქტიკულ ჭრილში. განხილული იქნება დიდი დიპლომატების მიერ გამოყენებული კლასიკური მეთოდები, მათი მაგალითები და გამოცდილება. აღნიშნული Case-ების განხილვისას მოხდება თანამედროვე მსოფლიო თუ რეგიონულ პოლიტიკასთან მიმართებაში პარალელების პოვნა და მათი შემდგომი ანალიზი. კურსის ფარგლებში მოხდება თანამედროვე პრობლემების გადაჭრის გზების  ძიება კლასიკური მეთოდების გამოყენების და შეფასების გზით.

 

გრიგოლია

 პოლიტიკური PR

 კურსის ფარგლებში სტუდენტების შეისწავლიან საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. კურსის პრაქტიკული ხასიათიდან გამომდინარე მოხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისკენ მიმართული სამუშაოები. კურსის ფარგლებში სტუდენტები ასევე აითვისებენ პოლიტიკური დებატების ტექნიკას და საკუთარი პოზიციის წარმოჩენის უნარებს.

 

კურსზე შეირჩევიან უმაღლესი განათლების მქონე ის აპლიკანტები, რომელთაც აქვთ ინტერესი და ამბიცია, რომ კარგად ერკვეოდნენ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოვლენებში და ამასთანავე სურთ შეიტანონ თავიანთი წვლილი ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა-განვითარებაში. შერჩევისას უპირველეს ყოვლისა ყურადღება მიექცევა მოტივაციას.

შერჩევა დაფუძნებულ იქნება მაღალ სტანდარტებსა და მოთხოვნებზე. გარდა ამისა, კურსში ჩართულობა მონაწილეებისაგან მოითხოვს მაქსიმალური დროს და კონცენტრაციას, შესაბამისად დასწრება მკაცრად გაკონტროლდება.   

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ (2 სამუშაო დღე - საღამოს საათებში და შაბათი - დღის განმავლობაში).

მისაღები პროცედურები იყოფა ორ ეტაპად:

1.      საბუთების მიღება/გადარჩევა

2.      გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

 

გასაუბრებაზე წარმოდგენილი იქნებიან საუკეთესო აპლიკანტები, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

 მისაღები დოკუმენტაცია არის შემდეგი:

  • CV
  • სამოტივაციო ვიდეო-მიმართვა (რეგლამენტი - 3 წუთი) ან სამოტივაციო წერილი

 

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ ვიდეო-მიმართვის მქონე აპლიკანტებს. ვიდეოების გაზიარებისთვის გამოსაყენებელი წყაროებია შემდეგი:

 

დოკუმენტაციის გამოსაგზავნად და კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია არის შემდეგი: politics@gipa.ge

საბუთების მიღება წარმოებს 20 დეკემბრამდე.

„პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის“ სტუდენტებს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სთავაზობს სრულ დაფინანსებას, შესაბამისად აღნიშნული პროგრამა არის უფასო 21-იდან 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესარჩევ კრიტერიუმებს.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი