ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
14.06.2016 |

ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგ-ასოციაციის კონფერენცია “საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის” გამარჯვებულის დაჯილდოება ჯოშუა ფრიდმანის და ჯიპას პრიზით

ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგ-ასოციაციის კონფერენცია “საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის” გამარჯვებულის დაჯილდოება  ჯოშუა ფრიდმანის და ჯიპას პრიზით

ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგ-ასოციაციის კონფერენცია “საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის” გამარჯვებულის დაჯილდოება ჯოშუა ფრიდმანის და ჯიპას პრიზით

თბილისი მარიოტში, 16 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი მარინე იოსელიანი გახსნის ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგ-ასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა “მედია-წიგნიერება - ახალი რეალობა”.

კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად გამოვა “პანამის დოკუმენტების”, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) რეგიონული დირექტორი დავიდ ბლოსი, ასევე “დარტ ცენტრის” ევროპის წარმომადგენლობის დირექტორი, გევინ რისი.

სამუშაო დღის ბოლოს გამოვლინდება ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.

 

EJTA-ს ყოველწლიური კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოში და მას ესწრებიან ქართველი, ევროპელი და ამერიკელი  ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედია-სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც სამი საკონფერენციო პანელის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ თემატიკას:

●     ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და გამოწვევები ჟურნალისტებისთვის

●     მედიაწიგნიერებისა და ჟურნალისტური განათლების დღევანდელი და ხვალინდელი დღე

●     ადამიანური ტრაგედიები, ტრავმა და ჟურნალისტიკა

 

კონფერენცია 16 ივნისს თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში გაიმართება. სამუშაო ენა არის ინგლისური და ქართული.

 

საკონტაქტო პირები: თიკო ცომაია

tsomaiat@gmail.com

599 502446

მაკა სეხნიაშვილი

m.sekhniashvili@gipa.ge

 

დღის განრიგი

9:30 - 10:00 - რეგისტრაცია

10:00 - 10:30 - ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგ-ასოციაციის კონფერენციის გახსნა

მისასალმებელი სიტყვა

მარინე იოსელიანი, GIPA-ს რექტორი

ნიკო დროკი, EJTA-ს პრეზიდენტი

ნინო ივანიშვილი, GIPA-ს ჟურნალისტიკის კავკასიური სკოლის დეკანი

10:30 - 11:30 - ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და გამოწვევები ჟურნალისტებისთვის

11:30 - 12:30 - საპატიო სპიკერი

“მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია - როგორ ვიყენებთ მას და ვასწავლით?” დევიდ ბლოსი,  ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) რეგიონული დირექტორი

13:00 - 14:00 - მედიაწიგნიერებისა და ჟურნალისტური განათლების დღევანდელი და ხვალინდელი დღე

15:00 - 16:00 - ადამიანური ტრაგედიები, ტრავმა და ჟურნალისტიკა

16:00-17:00 - GIPA - ფრიდმანის დაჯილდოვების ცერემონიალი, მოდერატორი მაკა ანთიძე (როიტერი)

ჯოშუა ფრიდმანის სპეციალური მიმართვა

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი