ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
01.06.2016 |

GIPA-მ და Coop Georgia-მ თანამშრომლობა დაიწყო

GIPA-მ და Coop Georgia-მ თანამშრომლობა დაიწყო

GIPA-მ და Coop Georgia-მ თანამშრომლობა დაიწყო

19 მაისს, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, GIPA-სა და Coop Georgia-ს შორის გაფორმდა „ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი“, რომლის მიხედვითაც GIPA შეუერთდა აქციას „გადაარჩიე ნაგავი, გადაარჩინე ბუნება“. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში უნივერსიტეტის ოთხივე ლოკაციაზე დაიდგა ქაღალდის და პლასტმასის ნარჩენებისთვის განკუთვნილი 14 ცალი ნაგვის ყუთი შესაბამისი წარწერებით. Coop Georgia არის ორგანიზაცია, რომელიც კრავს წრეს აღნიშნულ საკითხში და ემსახურება ნარჩენების არამარტო შეგროვებას, არამედ მეორადი გადამუშავების ობიექტებამდე მიტანას. ნარჩენების გადამუშავების პროცესი გულისხმობს ძველი ნარჩენი მასალისგან ახალი პროდუქტის მიღებას. ამგვარად ნაცვლად ნაგავსაყრელზე მათი დაწვისა, შესაბამის ქარხნებში ხდება მათი გადამუშავება და მეორადი მოხმარების მიზნით გამოყენება, რის შედეგადაც იზოგება ბუნებრივი რესურსები და ხდბა პრევენცია ნარჩენების დაწვის შედეგად გამოყოფილი მავნე აირების გარემოში მოხვედრის. აღნიშნული პროექტის ხორციელდება GIPA Support-ის ფარგლებში.

ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული ფაქტები:

  • საოჯახო ნარჩენების 60 %-ის გადამუშავება და ხელახალი გამოყენება შესაძლებელია;

  • გადამუშავებული მასალიდან შექმნილი პლასტმასა ინახავს იმ ენერგიის 88 %-ს, რომელიც საჭირო იყო გაზისა და ზეთისგან ახალი პლასტმასას დასამზადებლად;

  • ბიოდეგრადაციისთვის პლასტასას დაახლოებით 500 წელი სჭირდება;

  • 1 ტონა ქაღალდის გადამუშავება ინარჩუნებს 17 ხეს, 25 000 ლიტრ წყალს, 3 მ3 ნაგავსაყრელს, ორ ბარელ ზეთს და 4000 კვტ ელექტროენერგიას;

  • გადამუშავებული ქაღალდი იწვევს 73 %-ით ნაკლებ ჰაერის დაბინძურებას, ვიდრე ნედლი მასალისგან დამზადებული ქაღალდი.

GIPA-სთან თანამშრომლობა მოიცავს ქაღალდის და პლასტმასის დახარისხებას.

შენობებში დაიდგა მუყაოს ყუთები (1 პლასტმასის ჩასაყრელად და 1 ქაღალდის ჩასაყრელად) სადაც გადახარისხდება ნაგავი.

GIPA აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით აქტივობებში, რაც სხვადასხვა სახით არის გამოხატული.

მათ შორის - ლაშქრობები, კონკრეტული ლოკაციის დასუფთავების მიზნით, ახალი სამაგისტრო პროგრამა გარემოსდაცვით მენეჯმენტსა და პოლიტიკაში და ა.შ. 

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი