ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
06.05.2016 |

ცნობილი იტალიელი დიზაინერი კლაუდიო ვანიონი GIPA-ში

ცნობილი იტალიელი დიზაინერი კლაუდიო ვანიონი GIPA-ში

ცნობილი იტალიელი დიზაინერი კლაუდიო ვანიონი GIPA-ში

 

ცნობილი იტალიელი დიზაინერი კლაუდიო ვანიონი GIPA-ში.

I დღე - მასტერკლასი (19 მაისი, 18:00 -22:00) მასტერკლასის თემები არის ინტერიერის და ავეჯის დიზაინი და მისი ინტეგრაცია სივრცეში. 

II დღე - კლაუდიო ვანიონის წიგნის "Design Help" პრეზენტაცია (20 მაისი, 19:00 - 21:00)

მასტერკლასის დასრულების შემდეგ გამოცხადდება კონკურსი. დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ ადგილზე. მასტერკლასი და პრეზენტაცია ითარგმნება ქართულ ენაზე.

სამიზნე აუდიტორია: დიზაინერები, არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები, ამავე მიმართულების სტუდენტები. 

ინფორმაცია ტრენერის შესახებ: 
კლაუდიო ვანიონი დაიბადა რომში (14.08.1945). ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს რომში. მისი საქმიანობაა ინტერიერის დიზაინი და ვიდეო რეჟისურა. 2001 წლიდან 2006 წლამდე იყო ფროზინონეს ხელოვნების აკადემიის დირექტორი. 2006 წლიდან 2012 წლამდე იყო რომის ხელოვნების აკადემიის კათედრის გამგე. 2008 წელს იყო "ჩეკანოს"ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი.2010 წელს გახდა რაფაელოს პრემიის მფლობელი სახელწოდებით "იტალიური მოდის ბრწყინვალება". 2004 წელს იწყებს ახალ საქმიანობას, ატარებს workshop-ებს პროფესორებისთვის.სტამბულშიიედიტეპის დიზაინის უნივერსიტეტში ხოლო 2012 წელს საქართველოში ხელოვნების აკადემიაში. 2000 წელს იყო MIUR-ის მინისტრთა კომისიის პრეზიდენტი.

1975-1985 წლებში იყო რომის დიზაინის უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი.1979 წელს იწყებს საქმიანობას კვლევის სფეროში დიზაინის სწავლების შესახებ რის შედეგადაც რომის ISIA ინსტიტუტმა მიიღო პრემია "ოქროს ფარგალი". ADI (დიზაინის სამრეწველო ასოციაცია).1982 წელს თავის სტუდენტებთან ერთად მოიპოვა პირველი საერტაშორისო პრემია "მომავლის ოფისი"(პარიზი,ბოუბური) ISIA რომი. 1982 წელს გახდა დოცენტი სპეციალობით დიზაინერი უცხოელი კურსდამთავრებულებისთვის.1983 წელს ISIA რომის სტუდენტებთან ერთად გაიმარჯვა კონკურსში CEE და გახდნენ პრემიის მფლობელები.1983 წელს მიწვეულ იქნა მილანის ICSID კონგრესზე სახელწოდებით "დაწყებული კოვზიდან ქალაქამდე" რომელიც ჩატარდა ასი დიზაინერის თანხლებით. 1996-2001 წლებში დასახელებულ იქნა პროექტის ავტორად"ZONA FRANCA".

1976 წლიდან აპროექტებს თვითმფრინავის დასაჯდომ სისტემებს. აქტიურად მუშაობს ავიაინტერიერზე. დააპროექტა ბიზნეს კლასის სავარძლები რომლებიც წარადგინეს დუბაიში და ჰამბურგში 2010 წელს. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულ იქნა იტალიურ და უცხოურ ჟურნალებში. 2010 წელს განახორციელა და გამოსცა სიცილიის რეგიონის დღესასწაულისთვის ორი ვიდეო "ვერცხლის ვენერა" და 2012 წელს გამომცემლობა განჯემის საშუალებით გამოსცა "HELP DESIGN". "ავტოპორტრეტი" და "ხელოვნური ყვავილები და 2013 წელს სპეციალურად თბილისის სახელმწიფო აკადემიისთვის "HELP TO THINK".

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით https://goo.gl/rVxPrv . შერჩევა მოხდება სამუშაო გამოცდილების და მოტივაციის საფუძველზე.
სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი